წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

მულტიპროფილური საავადმყოფო “ბეილინსონი” დღეს წარმოადგენს ისრაელის წამყვან სამედიცინო დაწესებულებას. “ბეილინსონი” ეს არის ლიდერი ძირითად სამედიცინო მიმართულებებში (კარდიოლოგია, ნეიროქირურგია, ორგანოების ტრანსპლანტაცია, ორთოპედია, ტრავმატოლოგია და სხვა). საავადმყოფო “ბეილინსონის” ორგანოების ტრანსპლანტაციის დეპარტამენტში წარმატებით ტარდება გულის, ფილტვების, ღვიძლის, ფილტვის და კუჭქვეშა ჯირკვლის გადანერგვა. “ბეილინსონის” კარდიოტოროკალური ქირურგიის დეპარტამენტი უმსხვილესია ისრაელში. საავადმყოფოს შემადგენლობაში შედის ბირთვული მედიცინის ინსტიტუტი, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე დანადგარებით, მათ შორის უახლესი გამა-კამერით, რომელიც იძლევა ნეოინვაზიური რეტ-სკანირების შესრულების საშუალებას სიმსივნეების და მეტასტაზების დიაგნოსტიკისთვის. საავადმყოფოს რადიოლოგიური კვლევის ცენტრი აღჭურვილია მსოფლიო მეცნიერების და ტექნიკის უახლესი მიღწევებით. საავადმყოფოში მუშაობენ მაღალკვალიფიცირებული სამედიცინო სპეციალისტები. მრავალ მათგანს მოპოვებული აქვს მსოფლიო აღიარება
 


ყველაფერი დაიწყო 1924 წელს, როდესაც ახალგაზრდა ექიმი ოდესიდან, გვარად ბეილინსონი, ემიგრაციით გადავიდა ისრაელში. საცხოვრებელ ადგილად ახალ სამშობლოში მან პატარა ქალაქი პეტახ-ტიკვა ამოირჩია. რადგანაც მას არ ჰქონდა ფული სამედიცინო პუნქტის დასაქირავებლად, ამიტომ სიმბოლურ ფასად იქირავა ქალაქის მთავრობისგან ძველი სარდაფი, სადაც მოაწყო პირველი ქირურგიული კაბინეტი პეტახ-ტიკვაში. ნელნელა ექიმმა თავის თანამოაზრეებთან ერთად გაარემონტა და გააფართოვა ძველი შენობა, რომელიც გადაიქცა პატარა ორმოცადგილიან  საავადმყოფოდ. ქალაქის ასეულობით მაცხოვრებელი უმადლოდა თავის სიცოცხლეს თავმდაბალ ექიმს, რომელიც მიიჩქაროდა მათ საშველად დღე-ღამის ნებისმიერ დროს. 1936 წელს ექიმი ბეილინსონი, რომელსაც ის-ის-იყო შეუსრულდა 42 წელი, დაავადდა დიფტერიით ერთერთი თავისი პატარა პაციენტისგან და გარდაიცვალა. მის საპატივცემულოდ  პეტახ-ტიკვას მაცხოვრებლებმა საავადმყოფოს ბეილინსონის სახელი უწოდეს. საავადმყოფო გადაკეთდა იმავე წელს. მაშინ ის 70 ადგილიანი იყო. 1940 წელს საავადმყოფოს შენობას მიაშენეს სამი სართული და ნელნელა მიაშენეს სხვა შენობებიც მიწის დამატებითი ნაკვეთის შეძენის გზით.

დღეს საავადმყოფო “ბეილინსონი” უმსხვილესია ისრაელში. გარდა ავადმყოფების მკურნალობისა, საავადმყოფოში ტარდება სერიოზული სამედიცინო გამოკვლევები. საავადმყოფო არის თელავივის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ბაზა. მასში მოთავსებულია დიდი სამედიცინო ბიბლიოთეკა და მოქმედებს ექთნების სკოლა. საავადმყოფო “ბეილინსონის” სპეციალისტები არიან ექიმები, რომლებსაც იცნობს მსოფლიო, წამყვანი სპეციალისტები თანამედროვე მედიცინის მრავალ სფეროში. ბევრი მათგანი გვევლინება სამეცნიერო აღმოჩენების და მკურნალობის ახალი მეთოდიკის ავტორებად. საავადმყოფოში მოთავსებულია 1300 სამკურნალო პალატა და 37 საოპერაციო დარბაზი. საავადმყოფოს პერსონალი 4300 ადამიანს მოიცავს.

“ბეილინსონის”-ს საავადმყოფოს დეპარტამენტები და ინსტიტუტები:

  • ანესთეზიოლოგია – ექიმი ეიდელმანი
  • გასტროენტეროლოგია - პროფესორი ნივი
  • ჰემატოლოგია - პროფესორი სპილბერგი
  • იმუნოლოგია და ალერგოლოგია-ექიმი გრეიფი
  • ჰეპათოლოგიის ინსტიტუტი- პროფესორი ტურ-კასპა
  • ინტენსიური თერაპია- პროფესორი ზინგერი
  • კარდიოლოგია- პროფესორი ბატლერი
  • კარდიო ქირურგია- ექიმი პორატი
  • სამედიცინო გენეტიკა- პროფესორი შოხატი
  • ნევროლოგია – პროფესორი შტაინერი
  • ნეიროქირურგია- პროფესორი რაპპაპორტი
  • გადაუდებელი მედიცინა- ექიმი როტენბერგი
  • ნეფროლგია- პროფესორი გაფტერი
  • ონკოლოგია – პროფესორი სულკესი
  • ორთოპედიული ქირურგია- პროფესორი სალი
  • ყბა-სახის ქირურგია- პროფესორი კალდერონი
  • ოფთალმოლოგია - პროფესორი ვაინბერგერი
  • პათოლოგია – ექიმი ფაინმესერი
  • პლასტიკური ქირურგია- ექიმი ად-ელი
  • პულმანოლოგია- პროფესორი კრამეტი
  • რევმატოლოგია- ექიმი მოლადი
  • კაპილარული ქირურგია- ექიმი ხალადი
  • ორგანოების ტრანსპლანტაცია- პროფესორი მორი
  • უროლოგია - პროფესორი ლივნე
  • თავის და ყელის ქირურგია - პროფესორი ფაინმესერი
  • ენდოკრინოლოგია – პროფესორი შიმონი
  • ბირთვული მედიცინა - პროფესორი გროშარი