წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

“ჰაშარონი” ეს არის მეორე მსხვილი მრავალპროფილური საავადმყოფო, რომელიც შედის რაბინის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის შემადგენლობაში. საავადმყოფო “ჰაშარონი” აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო დანადგარებით, რომელიც იყენებს წამყვან სამედიცინო ტექნოლოგიებს და ყავს შესანიშნავი სამედიცინო პერსონალი.

მეორე მსოფლიო ომის დროს ისრაელი განიცდიდა ქირურგების კატასტროფული ნაკლებობას. ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გახსნილიყო დამატებითი ქირურგიული განყოფილება პეტაჰ-ტიკვაში ბეილინსონის საავადმყოფოში არსებული განყოფილების ბაზაზე. შექმნილ ქირურგიულ განყოფილებას ეწოდა  ბეილინსონ “ვ”. ასე ჩაეყარა საფუძველი “ჰაშარონი”-ს საავადმყოფოს. პირველი ოპერაცია “ჰაშარონი”-ში ჩატარდა 1972 წლის 8 ნოემბერს. თანდათანობით პატარა ქირურგიული განყოფილება ბეილინსონ “ვ” შესამჩნევად გაფართოვდა და დაფუძნებიდან შვიდი წლის შემდეგ მიიღო საავადმყოფოს სტატუსი. 1949 წელს  საავადმყოფოს სალარო “კლალიტ”-ის ხელმძღვანელობამ წარსულში პატარა ქირურგიულ განყოფილებას მიანიჭა სახელი “ჰაშარონი”. ამრიგად, 1949 წელს პეტაჰ-ტიკვაში შეიქმნა მეორე საავადმყოფო.

1955 წელს საავადმყოფოს სალარო “კლალიტ”-ის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება გაეერთიანებინა საავადმყოფოები “ბეილინსონი” და “ჰაშარონი” ერთ სამედიცინო ცენტრად. მოცემულ ცენტრს  ეწოდა რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრი ისრაელის გამოჩენილი პრემიერ-მინისტრის საპატივცემულოდ.
მოცემული დროისთვის “ჰაშარონში” არსებობს 345 სამკურნალო პალატა და 9 საოპერაციო დარბაზი. საავადმყოფოს შტატი შედგება 1300 ადამიანისგან.

“ჰაშარონი”-ს საავადმყოფოს დეპარტამენტები და ინსტიტუტები:

 

  • ანესთეზიოლოგია - პროფესორი ბეილინი
  • გასტროენტეროლოგია - ექიმი შირინი
  • ჰემატოლოგია - პროფესორი კოენი
  • დერმატოლოგია - პროფესორი დავიდი
  • ინტენსიური თერაპია- ექიმი კასლინი
  • კარდიოლოგია - პროფესორი ბატლერი
  • ნევროლოგია - ექიმი შტრაიფლერი
  • გადაუდებელი მედიცინა - ექიმი სანდოვსკი
  • ნეფროლოგია - პროფესორი გაფტერი
  • ონკოლოგია - ექიმი მარშაკი
  • ორთოპედიული ქურურგია - ექიმი გარტი
  • ოფთალმოლოგია - პროფესორი ვაინბერგერი
  • პათოლოგია - პროფესორი გალი
  • რევმატოლოგია - ექიმი შიფტერი
  • უროლოგია - პროფესორი ლივნე
  • თავის და ყელის ქირურგია - პროფესორი ფაინმესერი
  • ენდოკრინოლოგია - ექიმი ჰარელი
  • ბირთვული მედიცინა - ექიმი შვარცი