წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგიური ცენტრი “დავიდოვი” –ეს არის უმსხვილესი კომპლექსური ცენტრი კიბოთი დაავადებულთა დასახმარებლად, ასევე ონკოლოგიური დაავადებების გამოსაკვლელად და სამკურნალოდ. “დავიდოვის” ცენტრში სამედიცინო დახმარებას იღებს ისრაელის ონკოლოგიური დავადების მქონე პაციენტთა დაახლოებით 20%. ცენტრის მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები წარმატებით ათანხმებენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და კომპიუტერულ საინფორმაციო სისტემებს უახლეს მიდგომებთამ ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ეს საშუალებას აძლევს ცენტრს ბოლო წლების განმავლობაში იყვნენ მსოფლიო ონკოლოგიური მედიცინის  ავანგარდში. “დავიდოვი” შედგება ორი ძირითადი ინსტიტუტისგან: ონკოლოგიის ინსტიტუტი (სიმსივნური პროცესების მქონე  ავადმყოფთა მკურნალობა) და ჰემატოონკოლოგიის ინსტიტუტი (ჰემატოლოგიური პროცესების მქონე  ავადმყოფთა მკურნალობა). ცენტრში არსებობს ინტენსიური მედიცინის განყოფილება, სადაც აპრობირებულ კონვენციონალურ მეთოდებთან ერთად ფართოდ გამოიყენება ალტერნატული მედიცინის საშუალებები ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. 

 


ონკოლოგიური ცენტრში “დავიდოვი” დანერგილია უახლესი უნიკალური დანადგარი “RAPIDARC”, რომელიც ბევრ კიბოთი დაავადებულ პაციენტს აძლევს იმედს. ტექნოლოგია ეფუძნება მაღალი დინების ხაზობრივ დამაჩქარებელს კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ერთად რეალური დროის რეჟიმში. “RAPIDARC ” საშუალებას იძლევა სიმსივნეზე მივმართოთ ათჯერ უფრო ძლიერი დასხივება, ვიდრე შესაძლებელია წინა თაობის აპარატებით და ამავდროულად არ დავაზიანოთ ჯანმრთელი ორგანოები. “RAPIDARC ”-ის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ვადებს, უკუჩვენებებს და საშუალებას გვაძლევს  გავუგრძელოთ ავადმყოფს სიცოცხლე ოპერაციის გარეშე. ამ აპარატზე მომუშავე “დავიდოვის” ცენტრის სპეციალისტების გადმოცემით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას პრაქტიკულად აღსადგენი პერიოდის გარეშე. 

“დავიდოვის” ცენტრის ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელია პროფესორი აარონ შულკესი, ისრაელის წამყვანი ონკოლოგი, თელავივის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ონკოლოგიის განყოფილების პროფესორი.
ჰემატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის პოსტი უკავია პროფესორ ოფერ სპილბერგს, მსოფლიოში ცნობილ სპეციალისტს ჰემატოლოგიისა და ჰემატოონკოლოგიის დარგში, ის ასევე გახლავთ თელავივის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის და პიტერბურგის (აშშ)  უნივერსიტეტის პროფესორი.
რადიოთერაპიის განყოფილებას ხელმძღვანელობს პროფესორი ეიალ ფენიგი. განყოფილება აღჭურვილია ისრაელის და უცხოური წარმოების ულტრათანამედროვე დანადგარებით.
ზურგის ტვინის ტრანსპლანტაციის განყოფილებას ხელმძღვანელობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მოშე ეშურუნი, ისრაელის წამყვანი სპეციალისტი ღერძულ უჯრედებში და ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობაში.
სარძევე ჯირკვლების კიბო - ხელმძღვანელი  თელავივის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კათედრის გამგე, ექიმი შულამიტ რიზელი.

თავის და ყელის სიმსივნე (მათ შორის ფარისებლი ჯირკვლის და ჰორტანის)- ხელმძღვანელი  ექიმი გიდონ მარშაკი.
ფილტვების და ბრონქების სიმსივნე-  ხელმძღვანელი  ექიმი დოვ ფლეკსი.
საშვილოსნოს და საკვერცხეების კიბო- ხელმძღვანელი  ექიმი კლოდ კორენი.
კუჭნაწლავის ტრაქტის ონკოლოგია - ხელმძღვანელი  ექიმი ბარუხ ბრენერი- კუჭნაწლავის ტრაქტის კიბოს დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (კუჭი, საყლავი, კუჭნაწლავი, ღვიძლი, ნაღველა და სანაღვლე გზები, კუჭქვეშა ჯირკვალი) და ნეიროენდოკრინული სისტემა.

თავის ტვინის სიმსივნე- ხელმძღვანელი  ექიმი კუნდელი.
საშარდე გზების, თირკმელის და მამაკაცების რეპროდუქტიული ორგანოების  კიბო- ხელმძღვანელი  ექიმი ელი როზენბაუმი.
“რაბინის” ცენტრის “დავიდოვის” ონკოლოგიის ინსტიტუტში წარმატებით ტარდება ისეთი ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა: მელანომა, სხვა კანის დაავადებები, ნერვული სისტემის სიმსივნე, ლიმფორები, კარცინოიდური სინდრომი, ხოჯკინის ლიმფომა, თავის სიმსივნე და სხვა მრავალი დაავადებები.