წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

სამედიცინო ცენტრი “რაბინის” ტერიტორიაზე განლაგებულია უახლოეს აღმოსავლეთში ყველაზე დიდი საბავშვო სამედიცინო ცენტრი - საბავშვო საავადმყოფო “შნაიდერი”.
ამ საავადმყოფოს მიღწევები ფართოდ არის ცნობილი მთელს მსოფლიოში. სწორედ აქ ბაზირდება ისრაელში ერთადერთი განყოფილება – ბავშვთა ონკოლოგიის განყოფილება. მოცემული საავადმყოფოს განყოფილებებში ტარდება ბავშვებში ორგანოების გადანერგვის ოპერაციები, ხორციელდება ლეიკიმიით დაავადებული ბავშვებისთვის ზურგის ტვინის გადანერგვის ოპერაცია. კლინიკის ექიმებმა ბოლო წლების განმავლობაში სიკვდილისგან იხსნეს 300-ზე მეტი ბავშვი ორგანოების გადანერგვის რთული ოპერაციის ჩატარების შედეგად. “შნაიდერში” ტარდება უნიკალური ოპერაციები გულზე, ამ მართლაც უნიკალური საავადმყოფოს პერსონალი სიცოხლეს უნარჩუნებს ნებისმიერი წონის დღენაკლულ ბავშვებს. კლინიკა “შნაიდერის” მიღწევები იმდენად მაღალია კიბოს მკურნალობაში, რომ აქ ჩამოყავთ ბავშვები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. საავადმყოფო ადგენს ყველაზე მაღალ სტანდარტებს საბავშვო დაავადებების ყველა სფეროში. კლინიკის მაღალკვალიფიცირებულმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს მულტიპროფილური მიდგომა საბავშვო დაავადებების მკურნალობასთან, პრაქტიკაში დანერგეს ახალი პედიატრული სპეციალობები.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საბავშვო საავადმყოფო “შნაიდერის” განყოფილება, რომელიც ერთერთი წამყვანია მსოფლიოში. 

 


საბავშვო  საავადმყოფო “შნაიდერის” საბავშვო ქირურგიის ქვენაყოფილებები

საბავშვო ჰემატო-ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი
ცენტრის ხელმძღვანელია- ექიმი ისააკ იანივი. საბავშვო ჰემატო-ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი არსებობს უკვე 30 წელზე მეტია და აქვს უდიდესი გამოცდილება კიბოსა და სისხლის დაავადებათა მკურნალობაში ბავშვებში. საავადმყოფო “შნაიდერი” გთავაზობთ ყველა აუცილებელ პროცედურას ბავშვებისთვის ქიმიოთერაპიის ჩატარებლად, ის თანამშრომლობს ამ მიმართულებით ინტენსიური თერაპიის, კარდიოლოგიის, ნეფროლოგიის, ქირურგიის და რადიოლოგიის განყოფილებებთან. განყოფილება მრავალი წლის განმავლობაში ატარებს ზურგის ტვინის აუტო-ალოტრანსპლანტაციას ბავშვებში. ისრაელის მოცემული საავადმყოფოს სპეციალისტებს პრაქტიკა აქვთ არასისხლისმიერი ნათესავებიდან  ზურგის ტვინის ავადმყოფ ბავშვზე გადანერგვაში.  კიბოთი დაავადებული ბავშვების 2/3-ზე მეტი ნაწილი ჯანმრთელდება კლინიკაში მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდების გამოყენების საშუალებით.


ორგანოების ტრანსპლანტაციის დეპარტამენტი
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი ეიტან მორი. პროფესორი აღიარებულია საუკეთესო სპეციალისტად მედიცინის მოცემულ სფეროში ისრაელში. ეიტან მორი გახლავთ თელავივის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის და ნიუ-იორკის (აშშ) სამედიცინო სკოლის პროფესორი. პროფესორი მორი ლექციებს კითხულობს და კონსულტაციებს ატარებს ორგანოების ტრანსპლანტაციის თემაზე ისრაელის საავადმყოფოებში და მსოფლიოს მრავალ კუთხეში. საბავშვი საავადმყოფო “შნაიდერი” მოცემული დროისთვის ატარებს ბავშვებში ორგანოების გადანერგვის ოპერაციების უმრავლესობას. ის შედის მსოფლიო ლიდერების რიცხვში ბავშვებში ღვიძლის და ფილტვების გადანერგვის სფეროში. დეპარტამენტი შედგება მულტიპროფილური ჯგუფისგან, მათ შორის ქირურგებისგან და ანესთეზიოლოგებისგან.  სამედიცინო ბრიგადებმა, დაწესებულებებმა და ორგანოების ტრანსპლატაციის დეპარტამენტის სტაციონარული განყოფილების მაუწყებლობამ მრავალი წლის განმავლობაში შეიძინა კოლოსალური გამოცდილება ბავშვების მკურნალობაში და რეაბილიტაციაში ორგანოების ტრანსპლანტაციის სფეროში.

საბავშვო კარდიოლოგიის ინსტიტუტი
ეს არის ისრაელის ყველაზე მსხვილი ცენტრი ბავშვებში გულის თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნისტიკაში და მკურნალობაში. ცენტრს ხელმძღვანელობს ექიმი ბირკი. საავადმყოფო “შნაიდერის” საბავშვო კარდიოქირურგიის განყოფილება უმსხვილესია ისრაელში. მას ხელმძღვანელობს ისრაელის წამყვანი საბავშვო კარდიოქირურგი, პროფესორი ბერნარდო ვიდნე. საავადმყოფო “შნაიდერის” კარდიოქირურგები ცდილობენ თავი აარიდონ შუალედურ ქირურგიულ ჩარევებს და შესაძლებლობის ფარგლებში ატარებენ კარდინალურ ოპერაციებს, რომელთაც მივყავართ პაციენტების სრულ გამოჯანმრთელებამდე, მათ რიცხვშია დღენაკლული ბავშვები, ახალშობილები, მცირეწლოვანი ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი გულის დაავადებები. ოპერაციების რიცხვი გულზე, რომლებიც ტარდება ერთი წლის ასაკის ბავშვებში, უწყვეტად იზრდება და ბოლო დროს აღწევს 40%-ს. კარდიოქირურგიის განყოფილებაში ტარდება ბავშვებზე ისრაელში ჩატარებული კარდიოქირურგიული ოპერაციების 75% (საშუალოდ 400 ოპერაცია წელიწადში). განყოფილებაში ტარდება ურთულესი ოპერაციები გულის და ფილტვების გადანერგვაზე.


საბავშვო ნეიქირურგიის განყოფილება
განყოფილებას ხელმძღვანელობს ისრაელის წამყვანი საბავშვო ნეიროქირურგი პროფესორი მიხოვიჩი. ისრაელის ამ საავადმყოფოს ნეიროქირურგიის განყოფილება სპეციალიზირდება დიდი ტვინის, შუა ტვინის და ტვინის ღერძის სიმსივნის მოცილებაზე მიკროქირურგიული მეთოდით, ასევე კრამიალური პათოლოგიების აღმოფხვრაზე და მკურნალობაზე, ისეთი როგორიცაა ჩრუზან, Aპრეტ და სჰოტცჰენ-ის სინდრომი, კრანიოსინოსტოზები. განყოფილება მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ატარებს მიკროქირურგიულ ოპერაციებს ზურგის ტვინის სიმსივნის მოცილებაზე, ახორციელებს ანომალიების ქირურგიას, მათ შორის Aარნოლდ-კიარის სინდრომს, სირინგომიელიას და ჰიდროცეფალიას, ასრულებს ნეიროქირურგიულ მკურნალობას.

საბავშვო ურულოგიის განყოფილება
საავადმყოფო “შნაიდერის” საბავშვო ურულოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს პროფესორი პინზას ლივნე, ჰიუსტონოს (აშშ) საბავშვო ურულოგიის სტიპენდიანტი, ნიუ-რიორკის შტატის ბუფალოს (აშშ)  უროლო- ონკოლოგიური საავადმყოფოს  სტიპენდიანტი, პროფესორი გახლავთ ისრაელის უროლოგების  ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი და ისრაელის უროლოგიის საბჭოს თავმჯდომარე.
განყოფილებაში ტარდება ბავშვებში საშარდე სისტემების  თანდაყოლილი და შეძენილი დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაბადებიდან 18 წლამდე. მოცემული საავადმყოფოს სპეციალისტები ყოველწლიურად ატარებენ დაახლოებით 400 ოპერაციას. განყოფილება აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე სამედიცინო დანადგარებით (სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი უახლესი ენდოსკოპიური აპარატურის ჩათვლით).

საბავშვო გასტროენტეროლოგიის და კვების ინსტიტუტი
ეს არის ნაღველის, ღვიძლის და ნაწლავების დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის სპეციალიზირებული ცენტრი (მწვავე და ქრონიკული დაავადებების და საკვების გადამუშავების დარღვევის ჩათვლით). ინსტიტუტი მუშაობს თელავივის უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით და წარმოადგენს მის ბაზას. 

საბავშვო დერმატოლოგიის დეპარტამენტი
საავადმყოფო “შნაიდერის” დერმატოლოგიის დეპარტამენტს უძღვება თელავივის უნივერსიტეტის პროფესორი,  ისრაელის წამყვანი საბავშვო დერმატოლოგი, პროფესორი  დანი ბენამიტაი. დეპარტამენტში ტარდება ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორიცაა ატიპიური დერმატიტის, სებორიული დერმატიტის, კანის ინფექციები, პიგმენტური დაზიანებები, მემკვიდრეობითი  კანის დაავადებები, კაპილარების დაზიანება, ნალფორია და სხვა.
საბავშვო დერმატოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ექიმი გახლავთ ექიმი ალექს ზვულუნოვი. ექიმ ზვულუნოვს აქვს 20 წლიანი გამოცდილება საბავშვო კანის დაავადებებში, ის არის მილუოკის (ბისკინსონის შტატი, აშშ) საბავშვო საავადმყოფოს სტიპენდიანტი, თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

საბავშვო ორთოპედიული სამსახური
საბავშვო ორთოპედიის განყოფილებას ხელმძღვანელობს ექიმი ელხანან ბარ-ინი. განყოფილება ერთერთი უმნიშვნელოვანესია საავადმყოფო “შნაიდერის” საქმიანობაში და ახორციელებს ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები მკურნალობას ბავშვებში, მათ შორის კიდურების თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციის მკურნალობას.

საბავშვო რევმატოლოგიის დეპარტამენტი
საბავშვო რევმატოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი არელი, რომელიც არის მედიცინის მოცემული სფეროს წამყვანი სპეციალისტი, ის ამავდროულად არის თელავივის უნივესიტეტის პროფესორი და მკურნალობის მრავალი მეთოდიკის ავტორი.
დეპარტამენტში წარმატებით ტარდება ბავშვების მკურნალობა ისეთი დიაგნოზებით, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მჭამელა,  სეგრენის სინდრომი, სკლეროდერმია, დერმატომიოზიტი, პოლიხონდრიტი, პოლიმიოზიტი, ფსორიატიკული ართრიტი, ენტეროპათიური სპონდილიტი, რეაქტიული ართროპატია, ვეგენერის გრანულემატოზი, ჰორტონის დაავადება, ბეხცეტის სინდრომი, კავასაკის დაავადება (ლორწოვან-კანური ლიმფატიკური სინდრომი), ბირგერის დაავადება და სხვა.

იმუნოლოგიის და ალერგოლოგიის ინსტიტუტი
“შნაიდერის” იმუნოლოგიის და ალერგოლოგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს პროფესორი ბენციონ გარტი. ინსტიტუტი უზრუნველყოფს პირველად სამედიცინო-სანიტარულ დახმარებას იმუნოდეფიციტის, რეციდიული ინფექციური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის, ასევე ატარებს ალერგიის და გაზრდილი მგრძნობიალობილით გამოწვეული დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას.
ინსტიტუტის ძირითადი მიმართულებებია:

  • იმუნური სისტემის დაავადებები
  • ინფექცია
  • ალერგიული დაავადებები
  • ასთმა
  • ზურგის ტვინის და ღერძული უჯრედების ტრანსპლანტაცია
  • ჰიპერმგრძნობიარობა და ალერგია
  • გენეტიკური და მოლეკელური დიაგნოსტიკა
  • ჭისკოტტ Aლდრიცჰ-ის სინდრომი

მედიკო-გენეტიკური სამსახური
მოცემული განყოფილების ხელმძღვანელია ექიმი ლინა ბასელ, მრავალი პროფესიონალური პრიზების და პრემიების მფლობელი, სამეცნიერო გამოცემების რედაქტორი და რეცენზენტი. განყოფილებაში ტარდება გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა.  გენეტიკის ინსტიტუტის” “რეკანატთან” თანამშრომლობით განყოფილებაში ტარდება გენეტიკური გამოკვლევევი (მოლეკულურ-გენეტიკური ტესტირება). 


ბავშვის განვითარების და რეაბილიტაციის ცენტრი
ქვეგანყოფილება გვთავაზობს ამბულატორულ-კლინიკური მომსახურების ფართო კურსს ახალდაბადებულთათვის, ნევროლოგიური დაავადების ფონზე განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის (დაგვიანებული, მეტყველების დარღვევები, დარღვევები ქცევებში, სიძნელეები სწავლაში).