წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

ქალთა საავადმყოფო “ჰელენ შნაიდერი” ახორციელებს ახალ და ხარისხიან მიდგომას მეანობისა და გინეკოლოგიის საკითხების მიმართ. სპეცილიზირებული გინეკოლოგიური საავადმყოფოს შექმნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქალების ჯანრთელობაზე ზრუნვის ყოველმხრივ განვითარების კონცეფციაზე დაყრდნობით ქალის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ამ კონცეფციამ აღიარება მოიპოვა მსოფლიოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში. საავადმყოფო “ჰელენ შნაიდერი” უზრუნველყოფს კვალიფიცირებული დახმარების ყველა სახეს ქალის სიცოცხლის ყველა ეტაპზე. კლინიკის სამედიცინო მომსახურების დონე შეესაბამება ყველაზე მაღალ  მსოფლიო სტანდარტებს.

“ჰელენ შნაიდერის” საავადმყოფოში უნაყოფობის მკურნალობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. კლინიკის სპეციალისტებმა უდიდეს შედეგებს მიაღწიეს  მოცემულ სფეროში. “ჰელენ შნაიდერის” თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური ბაზა და ექიმების კოლოსალური გამოცდილება უნაყოფობის მკურნალობის საკითხებში ყოველწლიურად ათასობით წყვილს იზიდავს რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრში სამკურნალოდ. 

 



 

ქალის უნაყოფობის გამომწვევი მიზეზები: 

 

ოვულაციის არ არსებობა: კვერცხუჯრედი ვერ ასწრებს მომწიფებას, ამიტომ სპერმატოზოიდი მას არ ანაყოფიერებს.

  • ჰორმონალური დარღვევა: შეიძლება არ არსებობდეს არა მხოლოდ ხარისხიანი ოვულაცია, არამედ მენსტრუაციაც.
  • არადროული კლიმაქსი: ნაადრევი კლიმაქსი იშვიათად გვხვდება, ძირითადად ეს ემართებათ ქალებს, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი განუვითარებელი საკვერცხეები ან საერთოდ არა აქვთ ისინი.
  • საკვერცხეების დისფუნქცია: საკვერცხეების დისფუნქციის დროს ირღვევა ჰორმონების გამომუშავება ჰიპოტალამუს-ჰიპოფიზ-ის სისტემაში. როგორც წესი საკვერცხე კარგავს სოცოხლის უნარიანობას.
  • საკვერცხეების პოლიკისტოზი: საკვერცხეების პოლიკისტოზს ახასიათებს კისტების წარმოქმნა, საკვერცხეების გადიდება ზომაში ორჯერ და მათი თეთრი გარსით დაფარვა. ავადმყოფობის გამო ირღვევა ჰორმონების ცვლა, წარმოიქმნება განუვითარებელი ფოლეკულები, მომწიფებული უჯრედები საერთოდ არ არსებობს.
  • პრობლემები ცერვიკალურ არხში: საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსი იმდენად სქელია, რომ სპერმატოზოიდები მასში მოხვედრისას იღუპებიან.
  • საშვილოსნოს ყელის ეროზია.
  • საშვილოსნოს მილების დაზიანება ან გაუმტარობა.
  • ნაწიბური საკვეცხეებზე: შეიძლება იყოს ოპერაციის შედეგი.
  • ნაწიბური ეწინააღმდეგება ფოლეკულების და ოვულაციის გამომუშავებას.
  • გაუმსკდარი ფოლეკულა: კვერცხუჯრედი რჩება საკვერცხის შიგნით და არ იღებს მონაწილეობას განაყოფიერებაში.
  • ენდომეტრიოზი: ავადმყოფობა არღვევს კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესს, მისი განაყოფიერებას ან ხელს უშლის მომწიფებული და განაყოფიერებული უჯრედის მიმაგრებას საშილოსნოს კედელზე.
  • საშვილოსნოს აგებულების დარღვევა: ამ მიზეზით კვერცხუჯრედს არ შეუძლია მიემაგროს ენდომეტრიას, საშვილოსნოს შიდა ფენას.

მამაკაცების უნაყოფობის მიზეზები:

  • საკვერცხის ვენის ან თესლის კანატიკის გაფართოება
  • წყალმანკი
  • სათესლე პარკის სიმსივნე
  • საკვერცხეების ტრავმა
  • მამაკაცის სასქესო ჰორმონის, ტესტესტერონის ნაკლებობა
  • ვირუსული ჰეპატიტი
  • შარდსასქესო სისტემების ანთება
  • სპერმატოზოიდების გამომუშავების დარღვევა ქვემოთჩამოთვლილი მიზეზებიდან ერთერთით:                      ეაკულაციის დარღვევა შემდეგი მიზეზებით: შარდსაწვეთი არხის არასწორი განვითარება;
      სექსუალური დარღვევა, მაგალითად ნაადრევი თესლის გადმონთხევა;
      ინფექციური დაავადებები: სიფილისი, ჰონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი და სხვა.
      სხივური ქიმიოთერაპიის პროცედურები;
      ტელევიზორის ან კომპიუტერული დასხივება;
      ალკოჰოლის, თამბაქოს მოხმარება და სხვა...
      იმუნური დარღვევები.

უნაყოფობის მკურნალობის ძირითადი მეთოდები ისრაელში
უნაყოფობის მკურნალობა სამკურნალო პეპარატების მეშვეობით
ასეთი მეთოდი ეფექტურია ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ კვერცხუჯრედის მომწიფების და გამოსვლის პრობლემა. მედიკამენტოზური მეთოდით მამაკაცები ჭრიან სპერმის გამომუშავების და ინფექციური დაავადებების პრობლემებს. უნაყოფობის კონსერვატორული მკურნალობა ისრაელში ფართოდ აპრობირებულია სფეროა და ხშირ შემთხვევებში წარმატებული.

ქირურგიული ჩარევა
ქირურგიული ჩარევით აღმოიფხვრება სასვილოსნოს მილების გაუმტარიანობა, ამოიკვეთება სიმსივნეები და ჰიპერპლაზია.