წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის საავადმყოფო “ბეილინსონის” კარდიოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობს პროფესორი ალექსანდრე ბატლერი, ისრაელის კარდიოლოგთა საზოგადოების და გულის ფარმაკოთერაპიის საერთაშორისო საზოგადოების ექს-პრეზიდენტი. პროფესორი ბატლერი ასევე არის თელავივის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის და კარდიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი და ისრაელის გულის და გულსისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის და მკურნალობის  ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე. ბატლერი გახლავთ 200-სზე მეტი ორიგინალური სტატიის ავტორი, მუდმივი მომხსენებლი თემატური კარდიოლოგიის კონფერენციაზე და სემინარებზე მსოფლიოს ყველა კუთხეში.

საავადმყოფო “ბეილინსონის” კარდიოლოგიური განყოფილება უმსხვილესია ისრაელში. გულის დაავადების დიაგნოსტიკა ისრაელში მეტად პოპულარულია მთელ მსოფლიოში. რაბინის სამედიცინო ცენტრის საავადმყოფო “ბეილინსონის” კარდიოლოგიური განყოფილების სპეციალისტებმა უმაღლეს დონეს მიაღწიეს გულის და სისხლძარღვების დიაგნოსტიკაში. ისინი წარმატებით იყენებენ პრაქტიკაში ყველა ტექნიკურ და ლაბორატორიულ სიახლეებს, რომლებიც შემუშავებულია მსოფლიოში.

გულის დაავადების დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები და რაბინის სამედიცინო ცენტრის საავადმყოფო “ბეილინსონის” შესაბამისი მომზადება საშუალებას იძლევა დარწმუნებით და უმოკლეს ვადებში დაისვას ზუსტი დიაგნოზი შემდგომი ადეკვატური თერაპევტული და ქირურგიული მკურნალობის დანიშვნით. კარდიოდიაგნოსტიკა ეფუძნება გამჭოლ და არაგამჭოლ მეთოდებს, რომლებიც ავსებენ ერთიმეორეს.

საექსპერტო ქვეგანყოფილებები:

 

  • კარდიოთერაპიის ინტენსიური განყოფილება (IჩჩU), ხელმძღვანელი პროფესორი დ. ხასდაი. კარდიოგიური პაციენტების მომსახურება, რომლებიც იმყოფებიან კრიტიკულ მდგომარეობაში, სადღეღამისო მონიტორინგის და მკურნალობის ჩათვლით.
  • შუალედური დონის კარდიოლოგიური განყოფილება: ხელმძღვანელი ექიმი ა. პორტერი. სპეცილიაზირებული კარდიოლოგიური მომსახურება, პაციენტებისთვის, რომლებსაც ჭირდებათ ნაკლებად ინტენსიური მკურნალობა და მონიტორინგი, ვიდრე IჩჩU განყოფილებაში.
  • ინვაზიური კარდიოლოგიის ინსიტუტი - პროფესორი კორნოვსკი, ცნობილი ექიმი და სწავლული. ინსტიტუტი ეს არის კარდიოლოგიის განყოფილების წამყვანი სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს კარდიოვასკულარული ინვაზიური პროცედურების ასპექტებს. ეს არის ერთერთი წამყვანი სამეცნიერო და კლინიკური ქვეგანყოფილება და რათქმაუნდა ასეთი სახის ყველაზე მსხვილი ქვეგანყოფილება ისრაელში. ზონდირების სამი თანამედროვე ლაბორატორია, 4000-ზე მეტი დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურები ყოველწლიურად. ინსტიტუტში გამოიყენება შემდეგი ინოვაციური ინვაზიური პროცედურები: კარდიოლოგიური ინვაზიური ღონისძიების კომპლექსი ყველაზე თანამედროვე დანადგარების გამოყენებით ახალი თაობის სტენტების ჩათვლით, მათ შორის წამლის გარსით; ინვაზიური პროცედურები მწვავე კორონარული სინდრომის და ინფარქტის დროს; პოსტინფარქტული კარდიოლოგიური დაკვირვება და მკურნალობა; გულის ფიზიოლოგიის გამოკვლევა, ულტრაბგერითი და ვირტუალურ-ჰისტოლოგიური ტომოგრაფია; ინვაზიური პროცედურები სარქველის და სტრუქტურული დისფუნქციების დროს; ექსპერიმენტალური მეთოდის შემუშავება ღერძული უჯრედების  მიოკორდიული გადანერგვის გამოყენებით სისხლმომარაგების  და გულის ფუნქციის გასაუმჯობენებლად; გამონაკლისი ქირურგიული რეზერვი ყველა კათეტერული პროცედურებისთვის.
  • გულის უკმარისობის და კარდიომიოპათიის კლინიკა: ხელმძღვანელი ექიმი ბენ-გალი. აქ სრულდება გულის უკმარისობის გამომწვევი დაავადებების მქონე პაციენტების მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მონიტორინგი.
  • გულის თანდაყოლილი მანკის კლინიკა:  ხელმძღვანელი ექიმი ხირში, წამყვანი სპეციალისტი კარდიოლოგი. ამ კლინიკაში სპეციალისტები ატარებენ ზრდასრული პაციენტების მრავალპროფილურ მკურნალობას, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი გულის მანკი და გულის გენეტიკური დაავადებები, როგორც ამბულატორიულად, ისე სტაციონარულ პირობებში. ეს წამყვანი ქვეგანყოფილება უნიკალური და ერთადერთია თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ისრაელში.
  • ექოკარდიოგრაფიის ქვეგანყოფილება (ექოგრაფია) და სარქველების მანკების კლინიკა: ხელმძღვანელი პროფესორი ა. საგი. ქვეგანყოფილება გთავაზობთ ექოკარდიოგრაფიის მომსახურების სრულ დიაპაზონს, როგორც ამბულატორიულად, ისე სტაციონარულ პირობებში. კლინიკა იყენებს ყველაზე თანამედროვე დანადგარებს, უახლესი სამგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიის ჩათვლით.
  • რადიო-იზოტოპური კარდიოლოგიის განყოფილება: ხელმძღვანელი პროფესორი ნ. ცაფირი. აქ პაციენტებს სთავაზობენ ვიზუალური ტექნოლოგიების სრულ ნაკრებს, რომლებიც გამოიყენება დიაგნოსტიკისთვის, დიფერენციალური დიაგნოსტიკის და მდგომარეობის შესაფასებლად კორონალური არტერიის დაავადებების მქონე პაციენტებში.
  • სარეაბილიტაციო ბლოკი: ხელმძღვანელი ექიმი მაარომი. ბლოკი უზრუნველყოფს ექსკლუზიურ მომსახურებას გულის დადგენილი დაავადების მქონე პაციენტებისთვის. ესენი არიან პოსტოპერაციული ავადმყოფები და გულის დაავადების განვითარების რისკის მქონე პაციენტები.
  • კარდიოლოგიური დაავადებების მქონე აპაციენტების ამბულატორული მომსახურების მქონე კლინიკა: ხელმძღვანელი ექიმი ა. სოლოდკი.
     

კარდიოქირურგიული განყოფილება

რაბინის სამედიცინო ცენტრის კარდიოქირურგიულ განყოფილებას ხელმძღვანელობს ექიმი ეიალ პორატი - ტექსასის უნივერსიტეტის მინიმალური ინვაზიის განყოფილების ექს-დირექტორი. ექიმი პორატი არის ჰიუსტონის “გერმანის” (აშშ) მემორიალური საავადმყოფოს  გულსისხლძარღვთა დაავადებების და რობოტიზირებული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

საავადმყოფო “ბეილინსონის” კარდიოლოგიური საოპერაციო განყოფილება აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე დანადგარებით. ისრაელში ყოველწიურად ტარდება 1500-ზე მეტი ოპერაცია გულზე, მათ შორის აორტოკორონალური შუნტირება (ისრაელში განხორციელებული კარდიოლოგიური ოპერაციების 25%).  მოცემული მაჩვენებლებით განყოფილება წარმატებით უწევს კონკურენციას აშშ-ს ანალოგიურ წამყვან კარდიოქირურგიულ ცენტრებს. კარდიოქირურგიის განყოფილება მოიცავს ისრაელის გულის ქირურგიის ყველა ასპექტს.

გთავაზობთ რაბინის სამედიცინო ცენტრის განყოფილებაში უზრუნველყოფილი ქირურგიული ოპერაციების რამოდენიმე ჩამონათვალს:

 

  • კორონარული არტერიების შუნტირება
  • გულის სარქველების კომპლექსური კორექცია და შეცვლა
  • აორტის ანევრიზმის  კომპლექსური კორექცია
  • გულის თანდაყოლილი მანკის ქირურგია
  • ტოროკალური ქირურგია, რომელიც მოიცავს მსუბუქი და რთული ქირურგიული ოპერაციების რეზექციას.
  • გულის, ფილტვის, გულ-ფილტვის ტრანსპლანტაცია.
     

ჩვენი ქირურგიული განყოფილების სპეციალისტები უზრუნველყოფენ კომპლექსურ და მაღალეფექტურ მკურნალობას კარდიოლოგიური დაავადებების ყველა სფეროში. 

რაბინის სამედიცინო ცენტრის განყოფილებაში შედის შემდეგი ქვეგანყოფილებები:

 

  • ტოროკალური ქირურგიის ქვეგანყოფილება: ხელმძღვანელი ექიმი მ. საუტე. ქვეგანყოფილებაში სრულდება 200-ზე მეტი ტოროკალური პროცედურა ყოველწიურად, განყოფილებას ბადალი არ ჰყავს  თავის სფეროში ისრაელში.
  • აორტის ქვეგანყოფილება ისრაელში, ხელმძღვანელი ექიმი ეიალ პორატი. ჩვენ ვფლობთ ყველაზე სოლიდარულ გამოცდილებას აორტაზე ოპერაციების ჩატარებაში მთელ რეგიონში.
  • გულის უკმარისობის ქირურგიული მკურნალობის ქვეგანყოფილება: ხელმძღვანელი ექიმი ბ. მედალიონი. ქვეგანყოფილება ფლობს რესურსების სრულ კომპლექტს ყველა სახის გულის უკმარისობის ქირურგიული მკურნალობისთვის. ყველაზე რთული ოპერაციების შემდგაც კი გადარჩენის შანსი 50%-ზე მაღალია. ჩვენ ვასრულებთ ფილტვების გადანერგვის ოპერაციების უმრავლესობას ისრაელში და მთელ რეგიონში.
     

საავადმყოფო “ბეილინსონის” კარდიოქირურგიის დეპარტამენტში ტარდება ოპერაციები გულის სარქველზე (აორტალური სარქველის  შეცვლა, მიტრალური და ტრიკუსპიდალური სარქველის რეკონსტრუქცია) არა გულის უჯრედის გახსნით, არამედ პატარა ქირურგიული ჭრილით. ოპერაცია ტარდება საკუთარი ექსკლუზიური მეთოდით, რომელსაც “Mინიმალ Iნვასივე” (მინიმალური ინვაზია) ჰქვია. მინიმალური ქირურგიული ჩარევის მეთოდი თავიდან გვარიდებს შესაძლო გართულებებს, რომლებიც წარმოიშობა გულმკერდის დაზიანებისას: დაინფიცირება და სეფსისი. გარდა ამისა ასეთი სახის ოპერაცია პრაქტიკულად არ ტოვებს შრამს, ეს არის მხოლოდ პატარა ჭრილი III და IV ნეკნს შორის აორტალური სარქველის შეცვლის დროს და პატარა ჭრილი IV და V ნეკნს შორის მიტრალური სარქველის შეცვლის დროს. ექიმი რამ შარონი, “Mინიმალ Iნვასივე”-ის წამყვანმა კარდიოქირურგმა და სპეციალისტმა, რომელმაც გაიარა ორწლიანი სტაჟირება ნიუ-იორკის უნივესიტეტში ხსნის, თუ როგორ ამცირებს ეს მეთოდი ქირურგიულ გართულებებს და საშუალებას გვაძლევას შევამციროთ პოსტოპერაციული აღდგენის პერიოდი. “ოპერაცია ტარდება სპეციალური ჭრილის მეშვეობით გრძელი ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც სპეციალურად არის შემუშავებული და ხატოვნად რომ ვთქვათ შეუძლიათ გაძვრნენ “ნემსის ყუნწში”, ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატთან მიერთება ხდება აორტიდან და მარჯვენა წინაგულიდან, როგორც მითებულია ტრადიციული მეთოდით ან ბარძაყის არტერიიდან საზარდულში. ჩვენ ვიყენებთ რგოლების ფართო დიაპაზონს სარქველების რეკონსტრუქციისთვის და სინთეტიკურ მასალებს სარქველის გაწყვეტილი  მიერთებების ნაცვლად. სარქველის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება ბიოლოგიური და მექანიკური სარქველები. ყოველი ოპერაცია ტარდება ექოკარდიოგრაფიის მეშვეობით, რაც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ქირურგიული მუშაობის ხარისხი უშუალოდ ოპერაციის მსვლელობისას. სამეცნიერო კვლევებით მტიცდება, რომ ასეთი მეთოდის უპირატესობა ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით მდგომარებს ორგანიზმისთვის გაცილებით მცირე ტრავმის მიყენებაში, ამიტომ რეანიმაცია და გამოჯანმრთელება უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ასეთი ოპერაციები მოითხოვს არამხოლოდ დიდ გამოცდილებას, არამედ კარდიოლოგების, ანესთეზიოლოგების და საოპერაციო ექთნების ერთობლივ გუნდურ მუშაობას”.

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის  საავადმყოფო “ბელინოსნის” გულის კათეტერიზაციის და ქირურუგების სპეცილიასტების გაერთიანებულმა  ჯგუფმა განახორციელა გულის მიტრალური სარქველის პირველი გადანერგვა  ისრაელში კათეტერიზაციის მეთოდით გულმკერდის უჯრედის გაკვეთის გარეშე. ახალი სარქველი დაფიქსირდა ძველი სარქველის შიგნით, რომელიც დაზიანდა ფართო სისხლდინების დროს, რაც საფრთხეს უქმნიდა პაციენტის სიცოცხლეს. მოცემული პროცედურა ნოვატორული და ურთულესია შესრულებაში. მოცემული პროცედურები ტარდება მსოფლიოს მხოლოდ რამოდენიმე წამყვან კლინიკაში. ექიმების ჯგუფმა პროფესორის რან კორნოვსკის (ბეილინსონის საავადმყოფოს ინვაზიური კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი), პროფესორი ალექსნადრე საგის (ბელინოსნის საავადმყოფოს ექოკარდიოგრაფიის და სარქველების მანკის კლინიკის დირექტორი) და ექიმი ეიალ პორატის (ბელინოსნის საავადმყოფოს კარდიოქირურგიის განყოფილების გამგე) ხელმძღვანელობით ერთად და აწყობილად მუშაობით  შეძლეს წარმატებისთვის მიეღწიათ ამ ურთულესი პროცედურის განხორციელებაში, რომელიც განხორციელდა საავადმყოფოს ჰიბრიდულ საოპერაციოში.

კათეტერიზაციით, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სრული მოკლევადიანი ნარკოზით, კარდიოლოგიური დაავადების მქონე 51 წლის ქალს გადაენერგა ახალი სარქველი. მოცემული პროცედურა იყო ერთადერთი საშუალება ავადმყოფისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, რომელსაც მანამდე გაუკეთდა ოთხი ოპერაცია ღია გულზე მიტრალური სარქველის კორექციისთვის და რომელიც, ექიმების აზრით, ვერ გაუძლებდა კიდევ ერთ მსგავს ოპერაციას. გულის ტომოგრაფიულმა გამოკვლევამ (ექოგრაფია საყლაპავიდან), რომელიც ჩატადა  კათეტერიზაციის დროს და მის შემდეგ, აჩვენა, რომ ახალი სარქველი, რომელიც გადაინერგა დაზიანებულის ნაცვლად, ნორმალურად ფუნქციონირებდა.

პროფესორი რან კორნოვსკი (ბეილინსონის საავადმყოფოს ინვაზიური კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი): “მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით მიტრალური სარქველის სწრაფად და ოსტატურად გადანერგვა პაციენტისთვის მინიმალური ზიანის მიყენებით. მოცემული დროისთვის ჩატარებულია 20-ზე ნაკლები მსგავსი ოპერაცია მთელ მსოფლიოში და არც ერთი-ისრაელში. ამით ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ისედაც უდიდესი გამცდილების დაგროვებას, რომელიც მოვიპოვეთ კათეტერიზაციის გზით გულის სარქველების  ტრანსპლანტაციის, ისევე როგორც სხვა რთული პროცედურების სფეროში”.
ექიმი ეიალ პორატი (ბელინოსნის საავადმყოფოს კარდიოქირურგიის განყოფილების გამგე): “კარდიოქირურგების და კარდიოლოგების ერთობლივი მუშაობა საშუალებას გვაძლვს წარმატებით ავითვისოთ ახალი ტექნიკა პაციენტების სასარგებლოდ. თანამშრომლობის იმ მოდელს, რომელიც არსებობს ბეილინსონის საავადმყოფოში, გავყავართ სპეციალისტების პირველ რიგებში საერთაშორისო დონეზე”.
პროფესორი ალექსანდრე საგი (ბელინოსნის საავადმყოფოს ექოკარდიოგრაფიის და სარქველების მანკის კლინიკის დირექტორი): “ეს არის ნამდვილი რევოლუცია, განმეორებითი ოპერაციები გულით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც უკვე გაუკეთდა მსგავსი ოპერაციები, დაკავშირებულია ხანგძლივ და მძიმე აღდგენით პროცესებთან, რომლებიც ხანდახან რამოდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. ჩვენს მიერ ჩატარებული პროცედურებიდან ორი დღის შემდეგ ავადმყოფი უკვე დადიოდა განყოფილებაში და ჩვენ ვაკვირდებოდით მნშვნელოვან გაუმჯობესებას მის კლინიკურ მდგომარეობაში”.
ჩაყენებული სარქველი სახელწოდებით “საპიენი” დამზადებულია ამერიკული კომპანიის ”ედვარდს”-ის მიერ. მოცემულ სფეროში მისი გამოკვლევის და შემუშავების ცენტრი მდებარებოს ისრაელში, ქ. კეისარიაში. სარქველის ზომა შეადგენს 2.6 სანტიმეტრს. ის მიდის გულის  წვერიდან გულამდე 6მმ კათეტერით. კათეტერი მიემართება რენტგენული სურათების და ექოკარდიოგრაფიის მეშვეობით.


იშემიური დაავადება და მიოკარდის ინფარქტი


იშემიური დაავადება და მიოკარდის ინფარქტი ეს არის დაავადება, რომელიც ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული მიზეზია დედამიწის მოსახლეობის სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელში. დღესდღეისობით ისრაელში იშემიური დაავადების მკურნალობის ეფექტური მეთოდებია აორტოკორონარული შუნტირება და სტენტირება. ორივე მეთოდს გააჩნია თავისი მკაცრი ჩვენება და უკუჩვენება, შეზღუდვა, გვერდითი მოვლენები და ხშირად ისინი ურთერთგამომრიცხავია. შუნტირებამ ისრაელში უმაღლეს შედეგებს მიაღწია. ყველა ოპერაცია კეთდება კარდიოლოგიური ცენტრის წამყვანი სპეციალისტების მიერ. გადაწყვეტილება მკურნალობის ამა თუ იმ გზის ამორჩევის შესახებ მიიღება ექიმის მიერ, რომელიც ეყრდნობა ლაბორატორიული, ფუნქციონალური, რენტგენული და ინსტრუმეტალური ანალიზების შედეგებს. გულის დაავადების კომპლექსური დიაგნოსტიკის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება მკურნალობის ხერხის შესახებ. მკურნალობის ამორჩევა ყოველ პაციენტთან ხდება ინდივიდუალური მეთოდით ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე.