წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

რაბინის სახელობის საავადმყოფოს დერმატოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს ისრაელის ერთერთი ცნობილი სპეციალისტი ამ სფეროში- პროფესორი მიხაილ დავიდი.
უახლესი სამედიცინი მიღწევები და კოლოსალური გამოცდილება ისრაელის დერმატოლოგიას მსოფლიოში ყველაზე მაღალ დონეზე წარმოაჩენს. ულტრათანამედროვე დანადგარები და წამყვანი მეთოდიკა მოლეკულურ ბიოლოგიაში, კანის გენეტიკურ დაავადებაში, კანის პათოლოგიებში (ჰისტოლოგიის ჩათვლით), იმუნოჰისტოქიმია საშუალებას აძლევს ისრაელის მედიკოსებს წარმატებულად გაართვან თავი კანის, თმის და ფრჩხილების დაავადებებს. ისრაელის დერმატოლოგები ფართოდ იყენებენ ფოტო და ლაზერულ თერაპიას, ატარებენ ხალის და ლაქების დერმატოსკოპიას მელანომის ადრეულ პერიოდში გამოსავლენად. (კანის კიბო).
ფსორიაზის მკურნალობის უახლესი ნაშრომები, რომლებიც გამოიყენება რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრში, გვეხმარება მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაში მოცემული დაავადების მკურნალობისას. ფსორიაზის მკურნალობა ისრაელში მეტად ეფექტურია და შეიცავს უახლეს მიღწევებს ამ სფეროში. ასე, მაგალითად: აღინიშნება მნიშვნელოვანი მიღწევები ამ დაავადების მძიმე ფორმებში. ფსორიაზის მკურნალობაში ისრაელში დადებით შედეგებს აღწევენ მაშინაც, როცა დაავადება არ რეაგირებს სტანდარტულ პრეპარატებზე და ფოტოთერაპიაზეც კი.

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრში მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას შემდეგი დაავადების მკურნალობისას:

 

  • კანის აუტოიმუნური დაავადებები
  • ატიპიური და კონტაქტური დერმატიტი, ეგზემა
  • ერიტემა (მრავალფორმიანი, კვანძური)
  • კანის გენეტიკური დაავადებები
  • რგოლური გრანულემა
  • თმის ცვენა (ალოპეცია)
  • ჰიპერჰიდროზი
  • პიგმენტაციის დარღვევა
  • ფსორიაზი
  • სკლეროდერმია
  • ვიტილიგო
  • კანის სოკოვანი ინფექციები
  • კანის ვირუსული ინფექციები
  • კანის კეთილთვისებიანი სიმსივნეები (ხალები, ლიპომა, ანგიომა, კელოიდური ნაწიბურები და სხვა)
  • კანის პარაზიტარული დაავადებები