წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

დიდი ხანია ცნობილია, რომ ისრაელის მედიცინა ერთერთი ყველაზე განვითარებულია მსოფლიოში, ამასთან ბევრი ექსპერტი განსაკუთრებით აღნიშნავს მის უმაღლეს დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს. ისრაელში ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა დანიშნულების დიაგნოსტიკური პროცედურების კოლოსალური რაოდენობა (დაწყებული ჩვეულებრივი სისხლის ანალიზიდან ბირთვულ და პოზიტრონულ ულტრათანამედროვე გამოკვლევებამდე). სისხლის უბრალო ანალიზიც კი ისრაელის მედიკოსებისთვის ეს არის შესაძლებლობა შეამოწმონ ასობით სხვადასხა პარამეტრი, რაც უდავოდ აისახება დიაგნოზის ზუსტ დასმაზე და მკურნალობის ხარისხზე. 
რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის სპეციალისტები ფართოდ იყენებენ ისეთ დიაგნოსტიკურ კვლევებს და პროცედურებს, როგორიცაა:

 

  • ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ყველაზე თანამედროვე დონეზე 2 და 3 განზომილებიანი გამოსახულებით ინვაზიური და კანქვეშა მეთოდებთან ერთად დიდებში, ბავშვებში და ახალდაბადებულებში ანატომიის და პათოლოგიის შესაფასებლად.
  • ღვიძლის, თირკმელის, ფარისებლი ჯირკვლის ბიოფსია.
  • სახსრების და ძვალ-კუნთოვანი დარღვევების ორთოპედიული კვლევა.
  • რბილქსოვილოვანი სიმსივნეების დიაგნოსტიკა.
  • კომბინირებული ულტრაბგერითი და დოპლერ-დიაგნოსტიკა ტრომბოზების დასადგენად, სისხლძარღვების სკლეროზირება, გლაუკომა, დიაბეტური გართულებები და თვალის სიმსივნეები.
  • დიაგნოსტიკურ-სამკურნალო მანიპულაციები შიდაკაპილარული კათეტერიზაციის სახით, ოკლიუზიის ლიკვიდაცია კიდურების, ღვიძლის და საძილე არტერიებში, არტერიის ანგიოგრაფიული ოკლიუზიის ლიკვიდაცია სისხლჩაქცევის თავიდან აცილების მიზნით ფართოდ სისხლმომარაგებად და ავთვისებიან სიმსივნეებში.
  • ტვინის ფუნქციონალური ტომოგრაფია - MღI, რომელიც უტარდებათ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ სიმსივნე, განვითარებადი მანკი და ეპილეპტიკური ფოკალური ცვლილებები თავის ტვინში (რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ქირურგიული ჩარევის რისკი და ზემოქმედების დონე ტვინის ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა მეტყველება, მხედველობა, კიდურების მოძრაობა, მახსოვრობა და სხვა).
  • ანგიოგრაფია კორონარული გულის სისხლძარღვების მდგომარეობის შესაფასებლად სხვადასხვა სამკურნალო პროცედურების შესრულებასთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ ინფარქტის თავიდან აცილება. 
  • სისხლძარღვების არაინვაზიური კვლევა: კომპიუტერული ანგიოგრაფია (ჩთ), ვიდეოენდოსკოპიური კვლევა ორგანოების და სისხლძარღვების 3 განზომილებიანი ვირტუალური გამოსახულებით სრული გაუტკივარებით, რომლებიც აგვაცილებს პროცედურების ჩატარების დისკომფორტს.
  • გასტროსკოპია და კოლონოსკოპია პაციენტებში არასასიამოვნო შეგრძნების სრული არარსებობით.
  • მიელოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია (ჩთ), მაგნიტურ-რეზონანსული (MღI) გამოკვლევა მაღალი (1,5თ) და ულტრამაღალი 3.0თ) მაგნიტური ველებით (სისხლძარღვების პათოლოგიის დიაგნოსტიკის უმაღლესი დონე).
     


PEთ-ჩთ (პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია) ისრაელში გამოიყენება მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ დღეისთვის ეს მეთოდი ცნობილია ევროპის მსხვილი სამედიცინო ცენტრების მხოლოდ მცირე ნაწილისთვის. მეთოდი საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ ფუნქციონალური დარღვევები, რომლებიც თან ახლავს სიმსივნური პროცესების პროგრესირებას. დღეს ისრაელში მუშაობს ისეთი დანადგარები, რომლებიც მოიცავს PEთ და ჩთ ერთობლივ მოქმედებას, რაც არსებითად აფართოებს მკურნალობის დიაგნოსტიკის შესაძლებლობებს.
 
ვირტუალური ან ჩთ კოლონოსკოპია - ეს არის ნაწლავების ყველაზე თანამედროვე და ზუსტი მეთოდი. ის გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ტექნიკურად შეუძლებელია ჩვეულებრივი კოლონოსკოპიის ხარისხიანად  ჩატარება (მაგ: დასხივების შემდეგ,  დაგრეხილი ან მნიშვნელოვნად დაგრძელებული ნაწლავების მქონე პაციენტებში და სხვა).

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია შესანიშნავი სამედიცინო ლაბორატორიებით ისეთი ანალიზების ჩასატარებლად, რომლებითაც გარდა ჩვეულებრივისა, ტარდება უნიკალური  გამოკვლევები (კლინიკური ბიოქიმია, ჰემატოლოგიური გამოკვლევა, მიკრობიოლოგიური და ენდოკრინოლოგიური დიაგნოსტიკის პროცედურები). სრული ავტომატიკა და კომპიუტერიზაცია ისრაელის ლაბორატორიებს მსოფლიოს საუკეთესო ლაბორატორიების რიცხვში წარმოაჩენს თავისი მოცულობით, ნაირსახეობებით და ჩატარაბული გამოკვლევების ხარისხით. ყველაზე თანამედროვე გამოკველევებში გამოიყოფა მემკვიდრეობითი და ავთვისებიანი დაავადებების, რთული ინფექციური პროცესების მოლეკელური ბიოლოგიური გამოკვლევევბი, ქიმიური და ციტოლოგიური ანალიზის ახალი მეთოდები, უჯრედული და ჰუმორალური  იმუნიტეტის სხვადასხვაგვარი გამოკვლევა, ხსნადი და უხსნადი აუტოანტისხეულების შემოწმების ფართო სპექტი და სხვა.

ისრაელში ჩასულ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩჰეცკ-უპ დიაგნოსტიკა (ორგანიზმის ფუნქციის გაფართოებული შემოწმება), როდესაც პაციენტი ერთ დღეში გადის შემოწმებას კლინიკაში და შემდგომ უბრუნდება დაგეგმილ დასვენებას.