წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის “ბეილინსონის” საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობს პროფესორი ილან შიმონი, ერთერთი წამყვანი ენდოკრინოლოგი ისრაელში.

ენდოკრინოლოგიური მიმართულება ისრაელში ძალიან სერიოზულად არის განვითარებული. კარგად არის ცნობილი, რომ ისეთი პრობლემები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, გაცხიმოვნება, მეტაბოლიზური სინდრომი დღეს ეპიდემიის სახით გვევლინება მსოფლიოში. “ბეილინსონის” საავადმყოფოს სპეციალისტები ახორციელებენ ჰორმონალურ დარღვევებთან და მეტაბოლიზურ დისბალანსთან (ჰიპოფიზის დაავადება, ფარისებრი ჯირკვალი, თიკმელზედა ჯირკვალი, ძვლის მეტაბოლიზმი, ორგანიზმის განვითარების და სქესობრივი მომწიფების პრობლემები და სხვა) დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა დაავადების თანამეროვე მკურნალობას. შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა ისრაელში ტარდება ყველაზე თანამედროვე დონეზე. გაცხიმოვნების, ჰიპერლიპიდემიის, არტერიალური ჰიპერტონიის მკურნალობისას ფართოდ გამოიყენება უახლესი სამკურნალო პრეპარატები. “ბეილინსონის” საავადმყოფოს ლაბორატორია არჭურვილია ყველა აუცილებელი საშუალებებით სხვადასხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩასატარებლად, ისეთი, როგორიცაა ჰიპოფიზის ფუნქციის დინამიკური გამოკვლევა, ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსია ულტრაბგერითი კონტროლით, არტერიალური წნევის 24 საათიანი შემოწმება. ასევე ტარდება ყველანაირი ბიოქიმიური და გენეტიკური ანალიზები ჰომოცისტეინზე, ნ-ტელოპენტიდზე, ინტერლეიკინზე 6, ცირკულირებად ტიროგლობულინზე მღNA, ლეპტინზე, ჰიდროქსისზე და კეტოსტეროიდების ფრაქციებზე.

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა ისრაელში
“ბეილინსონის” საავადმყოფოს ენდოკრინოლოგებმა დიდი წარმატებებს მიაღწიეს I (საბავშვო, ინსულინდამოკიდებული) და II (მოზრდილებში,  ინსულინდამოკიდებულების გარეშე) ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში, ასევე ორსულებში შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში. ასევე კარგი შედეგებია ოპერაციის შემდეგ წარმოქმნილი დიაბეტის მკურნალობაში. ავადმყოფებზე დაკვირვებისას გამოიყენება ისეთი თანამედროვე გამოკვლევები, როგორიცაა პენტიდ-ჩ-ს გამოკვლევა, რომელიც მიუთითებს კუჭქვეშა ჯირკვლის რეზერვულ მაჩვენებლებზე, გლუკოზის მიმართ მგრძნობელობის განუწყვეტელი კონტროლი, ინსულინის დონე და მრავალი სხვა.  შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისთვის ისრაელში გამოიყენება სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატები აბების სახით, ინექციები და ორგანიზმში დოზირებული სამკურნალო აგენტის შეყვანის სხვა ფორმები, ასევე არაკონვენციური მედიცინის და ფიზიოთერაპიის დამატებითი მეთოდები. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები იმყოფებიან ექიმ ენდოკრინოლოგების, კარდიოლოგის, სისხლძარღვთა სპეციალისტის (მიკროქირურგის), ორთოპედის, ოფთალმოლოგის, ნეფროლოფის, ფიზიოთერაპევტის, დერმატოლოგის  ერთდროული კონტროლის ქვეშ.