წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის გასტროენტეროლოგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს პროფესორი იარონ ნივი, ისრაელის გასტროენტეროლოგიური ასოციაციის თავმჯდომარე. პროფესორი ნივი გახლავთ 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, გასტროენტეროლოგიის წამყვანი ჟურნალების რედაქტორი. ის არის უმსხვილესი სპეციალისტი კოლონორექტალური კიბოს და მისი პროფილაქტიკის დარგში.
პროფსორი ნივი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების ფორმირებაში, როგორიცაა გასტროენტეროლოგია, გასტროოზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება, კანური ენდოსკოპიური გასტროსტომია და სხვა.


გასტროენტეროლოგიის ინსტიტუტის განყოფილებები
ნაწლავების ანთების განყოფილება შეიქმნა ექიმი ჯერალდ ფრეიზერის ხელმძღვანელობით კრონის დაავადების და წყლულოვანი კოლიტის დაავადების მქონე პაცინეტებისთვის სპეციალური მომსახურების განხორციელებისთვის. განყოფილებაში ტარდება კუჭნაწლავის ტრაქტის (საყლაპავი, კუჭი, ნაწლავი, კუჭქვეშა ჯირკვალი) ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ენდოსკოპიის განყოფილება ფუნქციონირებს ექიმი ალექს გელერის ხელმძღვანელობით, რომელიც არის ისრაელის წამყვანი სპეციალისტი ენდოსკოპიაში, და რომელმაც გაიარა სტაჟირება მაიოს (აშშ) კლინიკაში. ჩვეულებრივ ენდოსკოპიურ პროცედურებთან ერთად, ექიმი აქტიურად იყენებს სპეციალურ ენდოსკოპიურ მეთოდებს, ისეთი როგორიცაა EღჩP, ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა, ბიოფსია და სტენტირება.

ნეიროგასტროენტეროლოგიის განყოფილება ფუნქციონირებს ექიმი რამ დიკმანის ხელმძღვანელობით, რომელიც სპეციალიზირდება კუჭნაწლავის პრობლემის დიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე, ისეთი როგორიცაა გასტროეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება და მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი. განყოფილებაში ტარდება პაციენტების კვლევის ფართო სპექტრი: მანომეტრია, PH მონიტორინგი, დეფაკოგრაფია და სხვა.

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრი უზრუნველყოფბს გასტროენტეროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე დონეს წამყვანი ტექნოლოგიებისა და უახლესი სამედიცინო დანადგარების გამოყენებით.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის ბლოკი

ღვიძლის ინსტიტუტში პაციენტების მკურნალობის პროგრამის ერთერთი ძირითადი სპექტრია ღვიძლის გადანერგვა, რომელიც ხორციელდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის ბლოკში, რომელიც არის ისრაელის წამყვანი ქვეგანყოფილება ასეთი ტიპის  ოპერაციების ჩატარებაში.
გადანერგვა მოიცავს ღვიძლის გადანერგვის კანდიდატების მდგომარეობის და პოტენციური დონორების წინასაოპერაციო გამოკვლევას.
გარდა ამისა, ბლოკში უზრუნველყოფილია  ღვიძლის  გადანერგვის შემდეგ პაციენტზე აუცილებელი მონიტორინგი და ყოველმხრივი დაკვირვება.
ღვიძლის ინსტიტუტში შექმნილია შესანიშნავი პირობები ღვიძლის სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტების მოსავლელად და გამოიყენება მკურნალობის ყველაზე წამყვანი მეთოდები.