წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრში შედის ქალთა საავადმყოფო “ჰელენ შნაიდერი”, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი მარეკ გლეზერმანი. პროფესორი გლეზერმანი გახლავთ რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილე, ემა ფეინის ორგანიზაციის თანამშრომელი, თელავივის უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე.
პროფესორმა გლეზერმანმა სამედიცინო განათლება პარიზში (საფრანგეთი) და ფრანკფურტ-მეინში (გერმანია) მიიღო. 1970 წელს მას მიიღო სამედიცინო ხარისხი გერმანიაში. პროფესორი მარეკ გლეზერმანი  სტაჟირებას გადიოდა ევროპაში და სამხრეთ ამერიკაში სპეციალობით: მენჯის  ქირურგია და გინეკოლოგიური ონკოლოგია. Aის მართავდა მეანობის და გინეკოლოგიის დეპარტამენტს ბერშევის სამედიცინო ცენტრში “სოროკა” და ჰოლონის სამედიცინო ცენტრში “ვოლფსონი”. 2008 წლიდან პროფესორი გვევლინება ქალთა საავადმყოფოს “ჰელენ შნაიდერ”-ის ხელმძღვანელად. პროფესორი გახლავთ ოთხი წიგნის და დაახლოებით 300 პუბლიკაციის ავტორი  მეანობის და გინეკოლოგიის თემატიკის ჟურნალებში.



 

 


“ჰელენ შნაიდერ”-ის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი გახლავთ ექიმი დან პელეგი. განყოფილება ყოველწლიურად იღებს 8500-ზე მეტ ქალს. აქ განლაგებულია ექსტრემალური ამბულატორული დახმარების ხუთი პალატა. მშობიარე ქალებს კლინიკაში მიღებისას უტარდებათ ყველა აუცილებელი თერაპევტული პროცედურები (ტრადიციული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებიდან ისეთი თანამედროვე პროცედურების ჩათვლით, როგორიცაა მაგალითად ეპიდურალური ანესთეზია). განყოფილებას აქვს ყველაფერი დედისა და ბავშვისთვის მაქსიმალური კომფორტისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

“ჰელენ შნაიდერ”-ის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებას ხელმძღვანელობს ექიმი მაიკლ ხირში. განყოფილება შედგება სამი თანამედროვე სამშობიარო ბლოკებისგან 82 ცალკე პალატებთან ერთად. ოთახები სრულად არის აღჭურვილი საჭირო დანადგარებით, რითაც  დედისა და ბავშვისთვის გარანტირებულია მაქსიმალური კომფორტი. თავად განყოფილება აღჭურვილია მშობიარობისთვის აუცილებელი ყველა საჭირო დანადგარებით, რათა მშობიარობამ ჩაიაროს ყველაზე თანამდეროვე დონეზე.

  “ჰელენ შნაიდერ”-ის საავადმყოფოს სპეციალური განყოფილება გათვლილია 25 ადგილზე, ემსახურება პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ რთული ორსულობა, დიაბეტი, ჰიპერტონია, თირკმლის დაავადებები, კოაგულაციური მოშლილობა, ინფექციური დაავადებები. განყოფილებას ხელმძღვანელობს პროფესორი მოშე ხოდი. განყოფილება იყენებს მშობიარობის წინა დიაგნოსტიკის წამყვან მეთოდებს. განყოფილების სპეციალისტები ფლობენ ნაყოფის დაავადების მკურნალობის უდიდეს გამოცდილებას.


 

 

 

 

“ჰელენ შნაიდერ”-ის საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილება მოიცავს ქირურგიული ჩარევის მთლიან სპექტრს, როგორიცაა: ფართო გინეკოლოგიური ქირურგია, უროგინეკოლოგიური ქირურგია (მენჯის ფსკერის პათოლოგია), ოპერატიული ჰისტეროსკოპია და ფართო ლაპაროსკოპიული პროცედურები. განყოფილებაში წარმატებითY ტარდება საშვილოსნოს მიომის მკურნალობა. განყოფილებას ხელმძღვანელობს ექიმი შმუელ ნიტკე.

“ჰელენ შნაიდერ”-ის საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილებას ხელმძღვანელობს ექიმი ხანოხ ლევავი. განყოფილება უწევს პაციენტებს სრული მომსახურების კომპლექსს  გინეკოლოგიური ონკოდაავადებების დიაგნოსტიკაში და დაავადების შემდგომ მკურნალობაში (საშვილოსნოს კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო). განყოფილების 8 კომფორტული პალატა შესანიშნავად არის მოწყობილი ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად ყველა თანამედროვე მედიკამენტების გამოყენებით (მათ შორის რაბინის სამკურნალო ცენტრის მიერ დაპატენტებული მედიკამენტებით). რადიოთერაპია განყოფილებაში ტარდება რაბინის სამკურნალო ცენტრის “დავიდოვი”_ის ონკოპლოგიური ცენტრის რადიოთერაპიის ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

გინეკოლოგიური ონკოლოგიის განყოფილება მოიცავს ასევე ციტოგენეტიკურ განყოფილებას, რომელიც დაკავებულია საშვილოსნოს და ყელის კიბოს ადრეული გამოვლინებით თანამედროვე ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენებით.

“ჰელენ შნაიდერ”-ის საავადმყოფოს ულტრაბგერითი კვლევების განყოფილება ყოველწლიურად ემსახურება 23 000-ზე მეტ პაციენტს და წარმოადგენს მშობიარობის წინა დიაგნოსტიკური პროცედურების სრულ სპექტრს. განყოფილებას ხელმძღვანელობს პროფესორი იზრაილ მეიზნერი.
“ჰელენ შნაიდერ”-ის საავადმყოფოს რეპროდუქციისა და ხელოვნური განაყოფიერების (IVF)  განყოფილებას ხელმძღვანელობს პროფესორი ბენიამინ ფიში, რომელიც არის ისრაელის წამყვანი სპეციალისტი მედიცინის მოცემულ სფეროში. ხელოვნური განაყოფიერების განყოფილება ემსახურება 1300 ქალს, უზრუნველყოფს მათთვის უნაყოფობის მკურნალობის სრულ სპექტრს (IVF) სხვა დამხმარე რეპროდუქციული პროცედურების გამოყენებით (რამოდენიმე აქ გამოყენებულია ტექნოლოგია უნიკალურია). პერსონალი შედგება უმაღლესი კატეგორიის 13 უფროსი ექიმისგან. განყოფილებაში მოქმედებს თანამედროვე გამოსაკვლევი ლაბორატორია, რომელსაც ხელმძღვანელობს ისრაელის წამყვანი ემბრიოლოგი. ანდროლოგიის ლაბორატორია, რომელსაც ხელმძღვანელობს ექიმი ჰაიმ პინკასი, უზრუნველყოფს სპერმის სრულ ანალიზს. აქ მზადდება სპერმის ნიმუშები შიდა მილების გზით გასანაყოფიერებლად. მოცემული დროისთვის ბანკში ინახება 1000-ზე მეტი სინჯი. რეპროდუქციის განყოფილება სთავაზობს პაციენტებს უნიკალურ სერვისს, როგორიცაა  ფერტილურობის შენარჩუნება ონკოლოგიური დაავადებით დაავადებული პაციენტებისთვის, საკვერცხის ქსოვილის შენარჩუნება და სხვა.

“ჰელენ შნაიდერ”-ის ჰისტეროსკოპიური და ლაპაროსკოპიული ქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს ექიმი ჩენ გოლდშმიტი - ენდოსკოპიური ქირურუგიის  წამყვანი სპეციალისტი. განყოფილებაში ტარდება ჰისტეროსკოპიის დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროცედურები, პოლიპების მოცილება, ენდოსკოპიური ოპერაციები.