წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

რაბინის სამედიცინო ცენტრის ქალთა საავადმყოფო “ჰელენ შნაიდერი” ახორციელებს ახალ მიდგომას მენობაში და გინეკოლოგიაში. სპეცილიაზირებული გინეკოლოგიური საავადმყოფოს “ჰელენ შნაიდერის” შექმნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქალთა ჯანმრთელობაზე ყოველმხრივი ზრუნვის კონცეფციის საფუძველზე. ამ კონცეფციამ აღიარება ჰპოვა მსოფლიოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში. ქალთა საავადმყოფო “ჰელენ შნაიდერი” ახორციელებს ყველა სახის კვალიფიცირებულ დახმარებას ქალის სიცოცხლის ყველა ეტაპზე. კლინიკის სამედიცინო მომსახურების დონე შეესაბამება ყველაზე მაღალ მსოფლიო სტანდარტებს.

ქალთა საავადმყოფო “ჰელენ შნაიდერში”, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, IVF მეთოდი  განიხილება როგორც  ძირითადი უნაყოფობის მკურნალობაში. ხელოვნური განაყოფიერების განყოფილებას ხელმძღვანელობს მედიცინის მოცემული სფეროს წამყვანი სპეციალისტი პროფესორი ბენიამინ ფიში. ხელოვნური განაყოფიერება ფართოდ გამოიყენება საშვილოსნოს მილების პათოლოგიების დროს, ენდომეტრიოზისთვის, ენდოკრინოლოგიური დარღვევებისას, სპერმატოზოიდების არასაკმარისი რაოდენობის ან მათი შენელებული მოძრაობის დროს, ანტისხეულების არსებობისას სპერმატოზოიდებში, ასევე გაურკვეველი მიზეზით უნაყოფობის დროს.

 


 

გამოკვლევა IVF –ს დროს 

მეუღლეების  მიერ უნაყოფობის სამკურნალოდ ცენტრში მიმართვის დროს, პირველ ეტაპია ორივე პარტნიორის გამოკვლევა. ქალებისთვის, როგორც წესი, ეს არის ულტრაბგერითი გამოკვლევა, ასევე სისხლის ანალიზი ჰორმონებზე, შიდსი, ჰეპატიტის და სიფილისი. კაცებისთვის- ეს არის სპერმოგრამა. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება ჰეპატიკური ანალიზი. გამოკვლევას, როგორც წესი, ჭირდება 2 კვირა. გამოკვლევების შედეგად მიიღება გადაწყვეტილება უნაყოფობის მკურნალობის მეთოდზე.

წინაინპლანტაციური დიაგნოსტიკა- ეს არის ემბრიონის კვლევის მეთოდი, რომელიც მიიღება IVF –ს კვლევის შედეგად.  თანამედროვე გენეტიკური ტექნოლოგიების დახმარებით შესაძლებელია ემბრიონის გამოკვლევა, რომელიც შედგება 4-8 უჯრედისგან. ამ მეთოდის დახმარებით გამოვლინდება ემბრიონის განვითარების უხეში დარღვევები, ასევე მემკვიდრეობითი ქრომოსომული დაავადებები, ისეთი, როგორიცაა დაუნის დაავადება, ჰემოფილია და სხვა.

თანამედროვე რეპროდუქციული ტექნოლოგიები მოიცავს არამხოლოდ ხელოვნურ განაყოფიერებას, ასევე უნაყოფობის მკურნალობის ენდოსკოპიურ მეთოდებსაც. რამოდენიმე შემთხვევაში სპეციალური დანადგარების დახმარებით შეიძლება აღდგეს საშვილოსნოს მილების გამტარიანობა. მოცემული პროცედურა სრულდება ჰისტეროსკოპიის დახმარებით (საშოდან და საშვილოსნოდან) ან ლაპარასკოპიის მეთოდით (მუცლის წინა კედლიდან). იმ შემთხვევაში, როდესაც ენდოსკოპიური მეთოდით მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდება, პაციენტებს ხშირად ურჩევენ   IVF –ს გაკეთებას.

ხანდახან ექსტრაკორპორალური განაყოფიერების წინ საჭიროა სპეციალისტების მირ დანიშნული მკურნალობის კურსის გავლა ენდოსკოპიის გამოყენებით (მაგალითად, შიდასაშვილოსნოს ტიხრების გაპობა). ყველაზე კარგია ენდოსკოპიური მკურნალობის და IVF –ს გაკეთება ერთ სამედიცინო ცენტრში (კოლეგიალურობა მედიცინაში  ყოველთვის დადებითად მოქმედებს პაციენტზე).

ორსულობა და ნაყოფის წარმატებით მიყვანა მშობიარობამდე (პრაქტიკულად შესაძლებელია ყველა შემთხვევაში (გარდა საშვილოსნოს ქირურგიული გზით ამოკვეთისა). პაციენტებს  40-50 წლის ასაკში ხშირ შემთხვევაში შეუძლიათ დაორსულება. თუ ორსულობა არ არის უკუჩვენებაში ქალის ჯანმრთელობისთვის, გამოიყენება  IVF –ს მეთოდი.