წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

რაბინის სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს პროფესორი ცვი რაპპაპორტი, მოცემული სფეროს წამყვანი სპეციალისტი (ნიუ-იორკის სამედიცინო ინსტიტუტის დიპლომანტი) და ნეიროქირურგიის ამერიკული საბჭოს სერთიფიცირებული წევრი. პროფესორი ცვი რაპპაპორტი გახლავთ ისრაელის ნეიროქირურგების საზოგადოების ექს-პრეზიდენტი და მსოფლიო ნეიროქირურგიის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.  ცვი რაპპაპორტი, ეს არის მრავალი საერთაშორისო პროფესიონალური ორგანიზაციების აქტიური წევრი და მთელი რიგი წამყვანი ნევროლოგიური ჟურნალების რეცენზიანტი.

რაბინის სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული განყოფილება იყენებს მსოფლიოს ყველაზე წამყვან ტექნოლოგიებს და აღჭურვილია უახლესი დანადგარებით თავის და ზურგის ტვინის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის და სამკურნალოდ.


 


 


 

ნეიროქირურგიული მკურნალობა მოიცავს ოპერაციების ყველა სახეს, რომელთა შორის ძირითადი ოპერაციებია:
  • ტვინის სიმსივნის ამოკვეთა (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი) მიკროქირურგიის გამოყენებით (კრანიოტომია).
  • ქალის ფუძის სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია შერეული მიმართულების სპეციალისტების ჩართვით (ყბა-სახის ქირურგია, ლორ ქირურგია და სხვა).
  • სიმსივნეების ენდოსკოპიური ქირურგია.
  • ჰიპოფიზის სიმსივნეების ტრანსფენოიდალური ქირურგია.
  • ქალის და სახის ძვლების აღსადგენი ოპერაციები ტრამვების შემდეგ თანამედროვე პროტეზირების მასალების გამოყენებით.

ფუნქციონალური ნეიროქირურგიის ქვეგანყოფილება სპეციალიზირდება შემდეგ მიმართულებებზე:
  • ეპილეფიის ქირურგიული მკურნალობა.  
  • სიმსივნის ამკვეთა ტვინის იმ განყოფილებებიდან, რომლებიც პასუხისმგებელია ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა: მეტყველება, მახსოვრობა და სხვა..
  • პარკინსონის დაავადების ქირურუგიული მკურნალობა.
რაბინის სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიის განყოფილება ყოველწლიურად ახორციელებს ქირურგიულ დახმარებას 1000-ზე მეტი პაციენტისთვის.

ნეიროსისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებასთან ერთად განყოფილებაში ტარდება ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა არტერიალური მალფორმაცია, თავის ტვინის ანევრიზმა და კარიტიდულკავერნული პრობლემები ბალონური ანტიოპლასტიკის და სტენტების გამოყენებით. განყოფილებას განსაკუთრებული გამოცდილება აქვს ჰიპოფიზის სიმსივნეების მკურნალობაში.

განყოფილებაში ხუთი ვიწროსპეცილიაზირებული მიმართულებაა, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ისრაელის წამყვანი სპეციალისტები, და არა მხოლოდ მოცემულ სფეროში:
  • ზურგის ნეიროქირუგია- ექიმი სტივენ ჯეკსონი
  • ინტენსიური თერაპია- ექიმი ჯორჯიო რუბინი
  • ნეიროენდოსკოპია- ექიმი შლომო დავიდოვიჩი
  • საბავშვო ნეიროქირურგია- ექიმი შლომო დავიდოვიჩი
  • ენდოვასკულარული ნეირორადიოლოგია – ექიმი ელიაგუ პერლოვი


რაბინის სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიის განყოფილებს გააჩნია მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და მოპოვებული აქვს მსოფლიო აღიარება. ჩვენს  სამედიცინო ცენტრში ყოველწლიურად ექსტერნად ჩამოდიან პაციენტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან.