წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

რაბინის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს პროფესორი ისრაილ შტაინერი, ერთერთი საუკეთესო ნევროლოგი ისრაელში.   განყოფილება შესანიშნავად არის აღჭურვილი ტექნიკით და  იყენებს მკურნალობის  ყველა თანამედროვე მეთოდებს. განყოფილების შტატი შედგენილია მაღლაკვალიფიცირებული სპეციალისტებისგან.

ნერვული სისტემის დაავადებები ძალიან სხვადასხვაგვარია. საკმაოდ რთულია განვასხვაოთ ტრივიალური ჩივილები თავის ტკივილებზე, თავბრუხვევა, ზურგის ტკივილი, უძილობა, სწრაფი დაღლა და სხვა მრავალი სიმპტომები სერიოზული ნევროლოგიური დაავადებების სიმპტომებისგან.  ნევროლოგიაში, ისევე როგორც მედიცინის სხვა სფეროებში, პაციენტების ადეკვატური მკურნალობა ბევრად არის დამოკიდებული ზუსტად ჩატარებულ დიაგნოსტიკაზე და მკურნალობის დროულ დაწყებაზე.

დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით რაბინის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიის განყოფილების ექიმები ხშირად შეუძლებელს ახდენენ ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობაში.

დიაგნოსტიკური მეთოდები ნევროლოგიაში

 

  • ლიუმბალური ფუნქცია აუცილებელია შიდაქალის წნევის დასადგენად და წარმოადგენს კონტრასტული ნივთიერებების შეყვანის ადგილს გამოსაკვლევად.
  • კომპიუტერული ტომოგრაფია საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ დაავადების მრავალი სახე: ჰიდროცეფალია, თავის ტვინის ფუძის ატროფია, ტვინის სტრუქტურის არევა სიმსივნეებით და სხვა მოცულობითი პროცესებით.
  • მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ნერვული სტრუქტურების გამოსახულება დიდი გაფართოებით პაციენტისთვის რაიმე გართულების რისკის გარეშე.  დიაგნოსტიკური ფასეულობა იზრდება კონტრასტული ნივთიერებების გამოყენებისას.
  • ექოენცეფალოგრაფია - ულტრაბგერითი ტალღების გრაფიკული გამოსახულება, რომლებიც აისახება ტვინის გამოსაკვლევ სფეროებზე. მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ უშუალოდ ავადმყოფის საწოლთან სისხლჩაქცევის დიაგნოსტიკისთვის, ასევე ჰიდროცეფალიების დროს 2 წლამდე ბავშვებში.
  • ელექტროენცეფალოგრაფია - ტვინის აქტივობის ელექტრული რეგისტრაცია. ის საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ ამ აქტივობის ცვლილებები ეპილეფსიის, ძილის დარღვევის, სხვადასხვა ენეცეფალოპატიების დროს.
  • პოზიტრონულემისიური ტომოგრაფია საშუალებას იძლევა მივიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტვინის სიმსივნეების, ინსულტების ან ეპილეფსიის დროს.
  • ცერებრალური ანგიოგრაფია- რენდგენოლოგიური მეთოდი კონტრასტული ნივთიერებების გამოყენებით ტვინის არტერიალური და ვენოზური სისხლძარღვების გამოსახულების მისაღებად.
  • ულტრაბგერითი დოპლერული სკანირება აკეთებს განშრევების, სტენოზის, საძილე არტერიების დაცობის დიაგნოსტირებას.
     

განყოფილებაში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება “თავის ტკივილის” მკურნალობის პრობლემებს. მიმართულებას ხელმძღვანელობს ექიმი კორიცკი-მსოფლიო სპეციალისტი მედიცინის მოცემულ სფეროში.

იხილეთ ასევე "ნეიროქირურგ"