წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

რაბინის სახელობის ცენტრის “ბეილინსონის” ოფთალმოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს პროფესორი დოვ ვაინბერგი- ისრაელის წამყვანი სპეციალისტი და ცნობილი საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტი მოცემულ სფეროში. პროფესორი ვაინბერგი არის თელავივის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკუტეტის პროფესორი და ნიუ-იორკის ოფთალმოლოგიური სამედიცინო ცენტრო “კორნელი”-ის სტიპენდიანტი.

“ბეილინსონის” ოფთალმოლოგიური განყოფილება წამყვანია ისრაელში და მოპოვებული აქვს აღიარება, როგორც წამყვან სამედიცინო ცენტრს ოფთალმოლოგიაში. განყოფილებაში ტარდება 4000-ზე მეტი პროცედურა ყოველწლიურად. “ბეილინსონის” ოფთალმოლოგიური განყოფილების სპეციალისტებს განათლება და პრაქტიკა მიღებული აქვთ მსოფლიოს წამყვან ცეტრებში.

განყოფილებაში ტარდება შემდეგი ქირურგიული პროცედურები: კატარაქტის ამოკვეთის ოპერაცია, ბადურის ქირურგია, გლაუკომის მკურნალობა, ორბიტალური ტრავმის ოპერაციები, რქოვანას გადანერგვა, სიელმის გამოსწორება, დიაბეტური რეტინოპათიის და ბადურას სისხძარღვოვანი დაავადებების მკურნალობა.

ოფთალმოლოგიური განყოფილების ვიწროსპეციალიზირებული განყოფილებები:

 

  • კატარაქტის განყოფილება- ითვლება საუკეთესოდ ისრაელში. კატარქტის ოპერაციებს ატარებენ მსოფლიო კლასის ქირურგები.
  • რქოვანას განყოფილება- (ხელმძღვანელი ექიმი ლოია)- ეს არის წამყვანი ცენტრი რქოვანას მკურნალობაში და გადანერგვაში, რომელსაც ხელმძღვანელობს ექიმი ლოია.
  • გლაუკომის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს ექიმი ლიუსკი, ახორციელებს გლაუკომის ადრეული ნიშნების გამოვლენას და მოცემული დაავადების მკურნალობას უახლესი ლაზერული და ქირურგიული მკურნალობის მეთოდებით.
  • ნეირო-ოფთალმოლოგიის განყოფილება ექიმი კალიშის ხელმძღვანელობით ახორციელებს მხედველობითი ნერვის დიაგნოსტიკას და მკურნალობას, ასევე იშემიური ოპტიკური ნევროპათიის, ბლეფაროსპაზმის და სახის სპაზმის დიაგნოსტიკას და მკურნალობას.
  • თვალის პლასტიკის განყოფილება ექიმი იასურის ხელმძღვანელობით - ეს არის უმსხვილესი სამსახური მოცემულ სფეროში. თვალის პლასტიკის განყოფილება ატარებს თვალის კაკლის ქირურგიას, ასევე ხელოვნური თვალის ტრანსპლანტაციას.
  • ბადურის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს ექიმი სეიგალი, წამყვანი ცენტრია ისრაელში ბადურის დაავადებებში, ისეთი, როგორიცაა ყვითელი ლაქის დეგენერაცია, დიაბეტური რეტინოპატია, უვეიტი, პიგმენტური რეტინიტი, ბადურის სისხლძარღვოვანი დაავადებები. განყოფილებაში ტარდება ქირურგიული ოპერაციები  ბადურაზე, ვიტრექტომია და სხვა თანამედროვე პროცედურები.