წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

“დავიდოვის” ონკოლოგიური ცენტრი, რომელიც შედის რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის შემადგენლობაში, უმსხვილესი კომპლექსური ცენტრია, რომელიც ახორციელებს კიბოს მკურნალობას ისრაელში. ცენტრს ფართო მსოფლიო გამოცდილება აქვს და იმყოფება კიბოს შესწავლის და მკურნალობის ავანგარდში,  როგორც ისრაელში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ცენტრი “დავიდოვი” ყოველწლიურად ახორციელებს 25%-ზე მეტი ონკოლოგიური ავადმყოფის მომსახურებას ისრაელში.

ცენტრში მუშაობენ გამოცდილი პროფესიონალი თანამშრომლები. ინოვაციური ტექნოლოგიები და კომპიუტერული საინფორმაციო სისტემები წარმატებით არის შეხამებული კიბოს მკურნალობის ახალ მიდგომებთან. ეს ცენტრს საშუალებას აძლევს  ითვლებოდეს მსოფლიოს საუკეთესო ონკოლოგიური კლინიკების რიცხვში. 

ცენტრში წარმატებით ფუნქციონირებს ინტეგრაციული მედიცინის განყოფილება, სადაც ისრაელში მკურნალობის აპრობირებულ კონვენციულ საშუალებებთან ერთად ფართოდ გამოიყენება ალტერნატული მედიცინის მეთოდები.


 


 

ონკოლოგიურ ცენტრში “დავიდოვი” დანერგილია “RAPIDARC”-ის უნიკალური დანადგარი, რომელიც ახალ იმედებს აძლევს მრავალ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტს. ტექნოლოგია ემყარება მაღალხარისხიან ხაზობრივ დამაჩქარებელს კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ერთად რეალური დროის რეჟიმში.  “RAPIDARC” საშუალებას იძლევა სიმსივნეზე მივმართოთ ათჯერ უფრო ძლიერი დასხივება, ვიდრე ეს შესაძლებელია წინა თაობის აპარატებით და ამავდროულად არ დავაზიანოთ ჯანმრთელი ორგანოები. “RAPIDARC”-ის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ვადებს, უკუჩვენებებს და საშუალებას გვაძლევს  გავუგრძელოთ ავადმყოფს სიცოცხლე ოპერაციის გარეშე. ამ აპარატზე მომუშავე “დავიდოვის” ცენტრის სპეციალისტების გადმოცემით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას პრაქტიკულად აღსადგენი პერიოდის გარეშე.

“დავიდოვის” ცენტრის ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელია პროფესორი აარონ სულკესი, ისრაელის წამყვანი ონკოლოგი, თელავივის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ონკოლოგიის განყოფილების პროფესორი.

ცენტრის ჰემატოლოგიური განყოფილების ხელძღვანელის თანამდებობა უკავია პროფესორ ოფერ სპილბერგს - მსოფლიოში ცნობილ სპეცილისტს ჰემატოლოგიის სფეროში,  თელავივის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის და პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორს.

“დავიდოვის” ცენტრის რადიოთერაპიის განყოფილება აღჭურვილია ულტრათანამედროვე დანადგარებით კიბოს სამკურნალოდ. განყოფილებას ხელმძღვანელობს პროფესორი ეალ ფენიგი.

ზურგის ტვინის ტრანსპლანტაციის განყოფილებას ხელმძღვანელობს მედიცინის დოქტორი მოშე ეშურუნი-ისრაელის წამყვანი სპეციალისტი ჰემატოლოგიური, სისხლის დაავადებების მკურნალობაში და ღერძული უჯრედების გადანერგვაში.  

ონკოლოგიური ცენტრი “დავიდოვის” ვიწროსპეციალიზირებული ქვეგანყოფილებები:

1. სარძევე ჯირკვლების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (მკერდის კიბო) - ხელმძღვანელი თელავივის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კათედრის გამგე, ექიმი შულამიტ რიზელი. მოცემული ონკოლოგიური  მიმართულების წამყვანი სპეციალისტი გახლავთ ექიმი ვიქტორია ნეიმანი.
2. თავის და ყელის ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (მათ შორის ფარისებლი ჯირკვლის და ჰორტანის) – განყოფილების ხელმძღვანელი ექიმი გიდეონ მარშაკი.
3. ფილტვების, ტრაქეის და ბრონქების სიმსივნის დიაგნოსტიკა და მკურნალობა - განყოფილების ხელმძღვანელი  ექიმი დოვ ფლეკსი. განყოფილების წამყვან სპეციალისტი გახლავთ ექიმი სოლომონ შტემერი.
4. საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის და საკვერცხეების კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა - განყოფილების  ხელმძღვანელი  ექიმი კლოდ კორენი. განყოფილებაში წარმატებით გამოიყენება ბრაქიტერაპია (კონტაქტური სხივური თერაპია) - რადიოთერაპიის სახე, როდესაც შესასწავლი წყარო შედის დაზიანებული ორგანოს შიგნით. მეთოდის აზრი მდგომარეობს სხივური თერაპიის მაქსიმალური დოზით მიმარტვაში უშუალოდ სიმსივნურ კერაზე და ინტერესის ზონაზე კრიტიკულ ორგანოებზე და რაც მთავარია ცვლად ქსოვილებზე მოქმედების მინიმალიზაციით.
5. კუჭნაწლავის ტრაქტის ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა - ხელმძღვანელი  ექიმი ბარუხ ბრენერი, -წამყვანი სპეციალისტი კუჭნაწლავის ტრაქტის კიბოს დაავადების და ნეიროენდოკრინული სისტემის დიაგნოსტიკაში და მკურნალობაში (კუჭი, საყლავი, ღვიძლი, ნაღველა და სანაღვლე გზები, კუჭქვეშა ჯირკვალი, მსხვილი ნაწლავი).  განყოფილების წამყვან სპეციალისტი გახლავთ ექიმი სოლომონ შტემერი.
6. თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობა - განყოფილების ხელმძღვანელია  ექიმი კუნდელი. ტვინის სიმსივნის მკურნალობაში მნიშვნელოვანია ჰისტოლოგიური დიაგნოზის ზუსტი დასმა. რაბინის ცენტრის გამოცდილი პათოლოგები ადგენენ ზუსტ დიაგნოზს ამოკვეთილი სიმსივნის უჯრედზე ქიმიის და გენეტიკის ახალი მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდი საშუალებას იზლევა ზუსტად შევარჩიოთ მკურნალობა, რაც ზრდის გამოჯანმრთელების პროცენტს. თავის ტვინიდან სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ მკურნალობის ძირითადი მეთოდია სხივური თერაპია. “დავიდოვის” ონკოლოგიური  ცენტრი იძლევა დასხივების ზუსტი გეგმის დადგენის  საშუალებას სიმსივნის უჯრედზე მაქსიმალური დოზის მიცემით, ამავდროულად ნარჩუნდება ჯანმრთელი უჯრედები და ადამიანისთვის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო თავის ტვინის ნაწილები. დასხივების საორიენტაციო ხანგძლივობა არის 5-6 კვირა, 5 დღე კვირაში. უფრო აგრესიული სიმსივნეების დროს ასევე კეთდება ქიმიოთერაპია, რომლის დროსაც გამოიყენება ულტრათანამედროვე პრეპარატები, მათ შორის ბიოლოგიური პრეპარატები და ანტისხეულები.
7. შარდსაწვეთი გზების, თირკლემების და მამაკაცების რეპროდუქტიული ორგანოების  ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (წინაჯირკვლის კიბო) – განყოფილების ხელმძღვანელი ექიმი ელი როზენბაუმი.
8. სწორი ნაწლავის და უკანა ტანის სიმსივნის მკურნალობა - განყოფილების ხელმძღვანელობს ექიმი კუნდელი- მოცემული სფეროს წამყვანი სპეციალისტი ონკოლოგიაში. ექიმი კუნდელი დაკავებულია სამეცნიერო შრომით კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავების სფეროში, ის არის ონკოლოგიის  საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, სადაც წარმოადგენს თავის სამეცნიერო შრომებს და აღმოცენებს.

რაბინის სახელობის სამედიცინო ცეტრის ონკოლოგიის ინსტიტუტში “დავიდოვი” წამატებით ტარდება ისეთი ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა მელანომა, კანის სხვა სიმსივნეები, ნერვული სისტემის სიმსივნე, ლიმფომები, კარცინოიდური სინდრომი, ხოჯკინის სინდრომი, თავის სიმსივნე და სხვა.

“დავიდოვში” წარმატებით ტარდება ფარისებლი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა რადიოაქტიული იოდის საშუალებით.

ონკოლიურ ცენტრ “დავიდოვში” ღვიძლის, ღვიძლში მეტასტაზების და კუჭქვეშაჯირკვლის ნეიროენდოკრინოლოგიური სიმსივნეების მკურნალობის დროს წარმატებით გამოიყენება SIRT. მეთოდი შიდა სხივურ თერაპიაზე, როდესაც დასხივებას მიმართავენ უშუალოდ სიმსივნეზე, სტანდარტული სხივური თერაპიისგან განსხვავებით, SIRT მეთოდის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას. შIღთ მეთოდი საშუალებას იძლევა მივმართოთ ღვიძლის სიმსივნეზე 40-ჯერ მეტი რადიაცია, ვიდრე ჩვეულებრივი რადიოთერაპიის დროს. SIRT მეთოდის გამოყენებისას ხორციელდება სიმსივნური ქსოვილების ამორჩევითი დასხივება, რომლის დროსაც არ ზიანდება ორგანიზმის სხვა სფეროები. ეგრეთწოდებული SIR-სფერების მიწოდება ხორციელდება კათეტერის მეშვეობით ბარძაყის ან მუცლის აორტიდან სიმსივნის ადილმდებარეობამდე.  SIR-სფერები არიან იტრია 90-ის (Y-90)  მატარებლები, ეს არის სუფთა ბეტა-გამომასხივებლები, ნახევარდაშლის პერიოდით-დაახლოებით 64 საათი. დასხივება გრძელდება პაციენტის სხეულში დაახლოებით 2 კვირა, რის შემდეგაც მიკროსფეროები კარგავენ თავის რადიოაქტიურობას. SIRT-თერაპია, ეს არის ორი ცაკეული პროცედურა ღვიძლის ორივე ნაწილისთვის, რომელიც ტარდება ამბოლატორულად. პაციენტი ატარებს მაქსიმუმ 24 საათს ონკოლოგიურ ცენტრ “დავიდოვში”, პროცედურებს შორის ინტერვალი შეადგენს დაახლოებით ერთ თვეს. ასეთი მეთოდი სარგებლობს მეტად დიდი პოპულარობით. ყოველთვიურად ისრაელში ჩამოდის ათეულობით ტურისტი SIRT-თერაპიის ჩასატარებლად. SIRT-პროცედურები ონკოლოგიურ ცენტრში “დავიდოვი” ტარდება ექიმი სოლომონ შტემერის და ექიმი ალექსანდრე ბელენკოს კონტროლის ქვეშ.

ონკოლოგიური ცენტრი “დავიდოვი” აქტიურად იყენებს მკურნალობისთვის ეგრეთწოდებულ “ჭკვიან წამლებს”. “ჭკვიანი წამლები” მიემართებიან მოლეკულურად კიბოს ურედში რათა  დაილექონ მის გარსზე ან შეიჭრან შიდაუჯრედის ბიოლოგიურ პროცესებში. წამალი შეიძლება იყოს ანტისხეული, ქიმიური ან ბიოლოგიური. ამ პრეპარატებს ძირითადი უპირატესობა ეძლევა იმიტომ, რომ სიმსივნეზე ხდება მაქსიმალური ზეგავლენა, ხოლო ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედებზე პრეპარატი ახდენს  მინიმალურ ზეგავლენას.


კიბოს მკურნალობა ისრაელში

ონკოლოგიურ ცენტრში “დავიდოვი” კიბოს მკურნალობა ტარდება ყველაზე თანამედროვე მეთოდიკის გამოყენებით, კლინიკაში მუშაობენ ნიჭიერი და ცნობილი ექიმები. კიბოს მკურნალობა ისრაელში გულისხმობს ხანძლივ რეაბილიტაციას, რისთვისაც შექმნილია იდეალური პირობები. კიბოს მკურნალობა ისრაელში ბევრისთვის თითქმის ერთადერთი ხერხია მიიღონ იმედი გამოჯანმრთელებაზე, რასაც ნათლად წარმოაჩენს კლინიკის სტატისტიკა.