წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

პედიატრია ეს არის უმნიშვნელოვანესი და ფართოდ განითარებული მიმართულება ისრაელის მედიცინაში, რომელიც მოიცავს  ბავშვების მკურნალობის ყველა ასპექტს მათი დაბადებიდან 18 წლამდე. პედიატრიული ქირურგია, საბავშვო ორთოპედია, ნეიროქირურგია, უროლოგია, პულმონოლოგია, დერმატოლოგია, ჰემატოონკოლოგია, კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, გასტროენტეროლოგია, ნევროლოგია - ეს არის სამედიცინო მიმართულებების არასრული სია, რომლებიც წარმატებით იკურნება ისრაელის პედიატრების მიერ. საუკეთესო კლინიკების კვალიფიცირებული სპეციალისტები წარმატებით ჭრიან ბავშვების განვითარების, მეტყველების გაძნელების და ინტელექტუალური განვითარების, ემოციურ პრობლემებს. 

ყველა პედიატრიული სამსახური იყენებს ურთულეს მაღალხარისხიან დიაგნოსტიკურ აპარატურას, რომლებიც სპეციალურად არის განკუთვნილი ბავშვებისთვის. მაგალითად კუჭნაწლავის ტრაქტის გამოსაკვლევად გამოიყენება მინიატურული მიმღებები; ბავშვის კანის თანდაყოლილი ცვლილებების დასადგენად გამოიყენება დანადგარი, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად ამ მიზნებისთვის. ისრაელში პედიატრიაში ფართოდ გამოიყენება ისეთი გამოკვლევევი, როგორიცაა ნაწლავის შემცირების შესაძლებლობის გამოცდა, საყლაპავის და რექტალური მანომეტრია, ზედა სასუნთქი გზების ენდოსკოპია, მრავალრიცხოვანი ალერგიული ტესტები, ოფლის გამოკვლევა, იმუნური ფუნქციის და გენეტიკური ფაქტორების ლაბორატორიული გამოკვლევა, პოლისომნოგრაფია, ძილის სხვადასხვა სტადიის ანალიზი.

ისრაელში იწარმოება საბავშვო პრეპარატების დიდი რაოდენობა იდეალურად გამოთვლილი დოზებით, სწრაფი ეფექტით და სასიამოვნო გემოთი. 


პედიატრიის უდავო ლიდერი ისრაელში და მის ფარგლებს გარეთ გახლავთ ბავშვთა საავადმყოფო “შნაიდერი”
ამ უნიკალური სამედიცინო დაწესებულების მიღწევები ფართოდ არის ცნობილი მთელს მსოფლიოში. სწორედ “შნაიდერის” საავადმყოფოში ბაზირდება ისრაელში ერთადერთი ბავშვთა ონკოლოგიური განყოფილება. “შნაიდერში” ტარდება ბავშვებში ორგანოების გადანერგვის, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის ზურგის ტვინის გადანერგვის ოპერაციები. საავადმყოფოს ექიმებმა ბოლო წლებში სიკვდილისგან გადაარჩინეს 300-ზე მეტი ბავშვი ორგანოების გადანერგვის ურთულესი ოპერაციების ჩატარებით. ‘შნაიდერში” ტარდება უნიკალური ოპერაციების გულზე, სიცოცხლე უნარჩუნდებათ ნებისმიერი წონის დღენაკლულ ბავშვებს. “შნაიდერის” მიღწევები კიბოს მკურნალობაში იმდენად მაღალია, რომ აქ ჩამოყავთ ბავშვები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. საავადმყოფოს აქვს ყველაზე მაღალი სტანდარტები ბავშვების დაავადებების მკურნალობის ყველა სფეროში. საავადმყოფო “შნაიდერის” მაღალკვალიფიცირებულმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს უნიკალური მრავალპროფილური მიდგომა ბავშვების დაავადებებთან და დანერგეს პრაქტიკაში ახალი პედიატრიული სპეციალობები.