წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის “ბეილინსონის”  პლასტიკური ქირურგიის კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი არის ექიმი დინ ად-ელი. ექიმმა დინ ად-ელმა სამედიცინო განათლება ნიუ-იორკის სლოან კეტერინგის  კიბოს მემორიალურ ცენტრში მიიღო სპეციალობით მკერდის უჯრედის მიკროქირურგია და რეკონსტრუქცია. მოცემული პლასტიკური ქირურგიის კლინიკის ხელმძღვანელი ექიმი დინ ად-ელი არის მრავალი მნიშვნელოვანი კვლევითი პროექტების მონაწილე, მსხვილი სამედიცინო აღმოჩენების ავტორი, თელავივის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის საბჭოს წევრი.

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის დეპარტამენტი წარმოადგენს უმსხვილეს ცენტრს, რომელიც ატარებს პლასტიკურ ოპერაციებს ისრაელში. დეპარტამენტში შედის საავადმყოფოების: “ბეილინსონი”, “ჰაშარონი”, საბავშვო საავადმყოფოს “შნაიდერი” და სარეაბილიტაციო ცენტრის “ლევენშტეინი” პლასტიკური ქირურგიის განყოფილებები. პლასტიკური ქირურგიის კლინიკური დეპარტამენტი ეს არის ლიდერი დეპარამენტი პლასტიკური ქირურგიის ყველა სფეროში ისრაელში, რომელიც მონაწილეობს მრავალ კვლევით პროექტებში საერთო ფუნდამენტალური მედიცინის სფეროში. რამოდენიმე წლის წინ პლასტიკური ქირურგიის კლინიკურმა დეპარტამენტმა დააფუძნა ექსპერიმენტალური ქირურგიის კლინიკური ლაბორატორია, რომელიც მაშინვე გახდა წამყვანი ცენტრი  მსოფლიო კვლევების სფეროში.

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის პლასტიკური ქირურგიის კლინიკური დეპარტამენტის თანამშრომლები- საუკეთესო პლასტიკური ქირურგები მსოფლიო აღიარებით:

 

  • ექიმი ავრაამ ამირი (საავადმყოფო “ბეილინსონი”) - სპეციალიზირდება სხეულის პლასტიკაზე, სტერნოტომიის შედეგად განვითარებულ დამწვრობებზე და ჭრილობებზე.
  • ექიმი ეიალ კალიში (საბავშვო საავადმყოფო “შნაიდერი”)-   საბავშვო პლასტიკური ქირურგი, სპეციალიზირდება ტუჩის და სასის დეფექტებზე, დამწვრობებზე.
  • ექიმი მეირ კოენი- (საბავშვო საავადმყოფო “შნაიდერი”) - საბავშვო პლასტიკური ქირურგი, რომელმაც განათლება ტორონტოს (კანადა) საბავშვო საავადმყოფოში მიიღო,  სპეციალიზირდება ქალა-სახის ქირურგიაზე.
  • ექიმი რამ სილფენი- სპეციალიზირდება კიდურების რეკონსტრუქციაზე. განათლება და პრაქტიკა მიიღო მელბურნში (ავსტრალია).

პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტის მუშაობის ძირითადი მიმართულებები:
 

  • თანდაყოლილი და შეძენილი ანომალიების კორექცია
  • პოსტტრავმული დაზიანებების და დამწვრობის შემდგომი მდგომარეობის კორექცია 
  • სასქესო ორგანოების ჰიპოსტადიის და სხვა ანომალიების კორექცია
  • მკერდის რბილი ქსოვილების რეკონსტრუქცია მათი მოცილების ოპერაციის ჩატარების შემდეგ
  • გაყოფილი სასის და ტუჩის კორექცია
  • ცხვირის ფორმის შეცვლის ოპერაცია
  • ყურის ფორმის შეცვლის ოპერაცია
  • სახის და ყელის კანის და კუნთების დაჭიმვა
  • მკერდის ფორმის შეცვლის ოპერაცია (აწევა, დაპატარავება ან გადიდება)
  • პლასტიკური ქირურგია მამაკაცებისთვის.
  • ერთობლივი მუშაობა ყბა-სახის ქირურგებთან და ლორ-ექიმებთან ერთად სახის ქალის ძვლების შეცვლასთან და კორექციასთან დაკავშირებით (ტრავმების ან ჭრილობების შემდეგ).

დეპარტამენტი ასევე ატარებს სხვა პლასტიკურ ოპერაციებს ისრაელში.