წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის “ბეილინსონის” საავადმყოფოს პულმონოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი მორდეხაი კრემერი, რომელიც არის მოცემულის სფეროს ერთერთი საუკეთესო სპეციალისტი ისრაელში. პროფესორი კრემერი ლექციებს კითხულობს თელავივის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, სტაჟირება გაირა აშშ-ში და მისი სპეციალიზაცია გახლავთ ფილტვების გადანერგვა.
პულმონოლოგიის დეპარტამენტში ხორციელდება ფილტვების (ასთმა, ემფიზემა, ბრონქიტი, მუკოვისციდოზი, ფილტვების ფიბროზი, ფილტვების კიბო და სხვა) ყველა დაავადების მკურნალობა. “ბეილინსონის” საავადმყოფოს პულმონოლოგიის დეპარტამენტში ყოველწლიურად ამბულატორულ მკურნალობას გადის 10 000-ზე მეტი პაციენტი.
დეპარტამენტის სამეცნიერო საქმიანობას კურირებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე შიტრიტი. განყოფილებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საამეცნიერო კვლევებს ტუბერკულოზის მკურნალობის მიმართულებით.

 


მოცემული დროისთვის ფილტვების ყველა გადანერგვა ისრაელში ტარდება მხოლოდ რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრში. ფილტვების გადანერგვის ყველა ქვეგანყოფილება იყენებს ყველაზე წამყვან მსოფლიო ტექნოლოგიებს მედიცინის მოცემულ სფეროში.  ქვეგანყოფილებებში უკვე ჩატარდა ფილტვების გადანერგვის 200-ზე მეტი ოპერაცია.
ინსტიტუტში პროფერსორი მ. კრემერის ხელმძღვანელობით მუშაობენ შემდეგი ქვეგანყოფილებები გამოცდილი ექიმი-სპეციალისტების შემადგენლობით:
ფილტვების გადანერგვის განყოფილება- ეს არის განყოფილება, რომელიც ლიდერობს ფილტვების ტრანსპლანტაციის სფეროში. სპეციალისტები იყენებენ ყველაზე წამყვან ტექნოლოგიებს და აპარატურას ფილტვების დაავადების მქონე პაციენტების მომსახურებისთვის ფილტვების გადანერგვამდე და მის შემდეგ.
ბრონქოსკოპიის განყოფილება-  აქ ტარდება ინვაზიური დიაგნოსტიკა და სამკურნალო ბრონქოსკოპია ოპტიკური აპარატურის და ლაზერული ინსტრუმენტების გამოყენებით. პაციენტებს უდგამენ შიდაბრონქიალურ სტენტებს სასუნთქი გზების გასაფართოებლად.
დღის სტაციონარი- ინჰალაცია, შიდავენური გადასხმები, პრევრალური დრენაჟი და პლევრის ბიოფსია.
პულმონოლოგიური ლაბორატორია- აქ ხორციელდება ფილტვების მოცულობის და ფუნქციის, ჟანგბადის და გაზების დონის გაზომვა, ასევე კარდიოპულმონოლოგიური ტესტის გაკეთება დატვირთვის დროს.
პულმონოლოგიური რეაბილიტაციის კლინიკა- ინტენსიური რეაბილიტაციის პროცედურები  ფილტვების სერიოზული დაავადების მქონე პაციენტებისთვის.
ძილის დარღვევის ლაბორატორია- ძილის დარღვევის დიაგნოსტიკა, ძირითადი ყურადღება ენიჭება აპნოეს სინდრომს.
ფილტვების ჰიპერტენზიის ცენტრი- ეს არის ჰიპერტენზიის სხვადასხვა შემთხვევების დიაგნოსტიკის და მკურნალობის სპეციალური კლინიკა.

პულმონოლოგიის დეპარტამენტში ტარდება შემდეგი სამედიცინო პროცედურები:

  • სხვადასხვა სიმძიმის ბრონქიალური ასთმის მკურნალობა (როგორც ანტისეპტიკური, ასევე ინფექციურ-დამოკიდებული).
  • ფიზიკური დატვირთვის ასთმის მკურნალობა.
  • ქრონიკული ბრონქიტის და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მკურნალობა.
  • ქრონიკული ხველის მკურნალობა.
  • ჰიპერვენტილაციური სინდრომის მკურნალობა, მათ შორის ბრონქიალური ასთმასთან ერთად.
  • შესუნთქვითი (ჰორტანის დაავადება) ლარინგიტის მკურნალობა.
  • ტრაქეის და მსხვილი ბრონქების დისკინეზია.
  • ფილტვების ინტერსტიციალური დაავადებების  მკურნალობა.
  • პნევმონიის (ფილტვების ანთება) მკურნალობა.
  • ქრონიკული და ხშირი რესპირატორული ინფექციების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
  • ბრონქოფილტვური ასპერგილეზა და ეკზოგენური ალერგიული ალვეოლიტის მკურნალობა.
  • ბრონქიალური ასთმის და არტერიალური ჰიპერტენზიის თანხლებით ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის მკურნალობა.