წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის “დავიდოვის” ონკოლოგიური ცენტრის რადიოთერაპიის (სხივური თერაპიის) განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი ეიალ ფენიგი, აღჭურვილია ისრაელის და უცხოური წარმოების ულტრათანამედროვე დანადგარებით.
“დავიდოვის” ონკოლოგიურ ცენტრში დანერგილია უახლესი უნიკალური დანადგარი RAPIDARC, რომელიც იმედს აძლევს ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბევრ პაციენტს. ტექნოლოგია ეფუძნება მაღალი დინების დამაჩქარებლის გამოყენებას კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ერთად რეალური დროის რეჟიმში. RAPIDARC საშუალებას იძლევა სიმსივნეზე მივმართოთ ათჯერ უფრო ძლიერი დასხივება, ვიდრე ეს შესაძლებელია წინა თაობის აპარატებით და ამავდროულად არ დავაზიანოთ ჯანმრთელი ორგანოები. “RAPIDARC”-ის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ვადებს, უკუჩვენებებს და საშუალებას გვაძლევს  გავუგრძელოთ ავადმყოფს სიცოცხლე ოპერაციის გარეშე. ამ აპარატზე მომუშავე “დავიდოვის” ცენტრის სპეციალისტების გადმოცემით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას პრაქტიკულად აღსადგენი პერიოდის გარეშე.

რადიოთერაპია (სხივური თერაპია) – რენტგენული სხივების (X-Rays) ან სხვა იონიზირებული გამოსხივების გამოყენება ავთვისებიანი უჯრედების დაყოფის შესაჩერებლად. იონიზირებული გამოსხივება აზიანებს უჯრედების სამშენებლო მასალას - დნმ-ს. გაყოფის მცდელობისას დაზიანებული დნმ-ის მქონე კიბოს უჯრედი იღუპება.





რადიოთერაპია (სხივური თერაპია) გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
 

  • როგორც დამატებითი მკურნალობა ავთვისებიანი სიმსივნის სრულად ამოკვეთის შემდეგ. მიზანი - რეციდივის თავიდან აცილება.
  • როგორც დამატებითი მკურნალობა სიმსივნის ნაწილობრივი ამოკვეთის შემდეგ. მიზანი - დარჩენილი სიმსივნის განადგურება ან მისი ზრდის შეჩერება.
  • ნეოპერაბელური სიმსივნეების მკურნალობისას.

სხვადასხვა სიმსივნეებს აქვთ სხვადასხვა მგრძნობელობა იონიზირებულ დასხივებაზე და შესაბამისად არაერთგვაროვნად რეაგირებენ რადიოთერაპიაზე. ისეთი იშვიათი სიმსივნეები, როგორიცაა ლიმფომა და ჰერმინომა, კარგად ექვემდებარებიან რადიოთერაპიულ მკურნალობას, ვიდრე ახალწარმონაქმენების უმრავლესობა. ამ სიმსივნეების მკურნალობისას რადიოთერაპია გამოიყენება როგორც მკურნალობის ძირითადი მეთოდი. არსებობს სიმსივნეები, მაგალითად მეტასტაზური მელანომა ან სარკომა, რომლებიც პრაქტიკულად არ რეაგირებენ რადიოთერაპიაზე. ტვინის სიმსივნეების უმეტესობა ზომიერად მგრძნობიარე არიან იონიზირებულ დასხივებაზე და ამიტომ  რადიოთერაპია (სხივური თერაპია) ყველაზე ხშირად გამოიყენება როგორც დამატება მკურნალობის ქირურგიულ მიდგომაზე.

რადიოთერაპია იყოფა კონვენციურ რადიოთერაპიად (ჩოვენტიონალ რადიატიონ ტჰერაპყ) და სტერეოტაქტიკურ რადიოქირურგიად (შტერეოტაცტიც რადიოსურგერყ).

გართულებები რადიოთერაპიის დროს იყოფა ადრეულ (ჩნდებიან მკურნალობის დროს ან მისი დამთავრების შემდგომ უახლოეს პერიოდში) და გვიან (ჩნდებიან მკურნალობიდან ექვსი ან მეტი თვის შემდეგ). გართულებები შეიძლება წარმოიშვას როგორც კონვენციური რადიოთერაპიის დროს, ისე სტერეოტაქტიკური რადიოქირურგიის დროს. ადრეულ გართულებებს მიეკუთვნება სწრაფი დაღლა, მადის დაკარგვა, გულისრევის შეგრძნება, თავის კანის შეწითლება, თმის ცვენა. ეს სიმპტომები ქრება მკურნალობის დასრულების შემდეგ. ასევე შეიძლება გაჩნდეს მოკლე დროის მახსოვრობის დაქვეითება (ბოლო მოვლენის მახსოვრობა), მაშინ როცა გრძელვადიანი მახსოვრობა (ღრმა წარსული მოგონებები) არ ირღვევა. მოკლე დროის მახსოვრობის დარღვევა, როგორც წესი, ჩნდება რადიოთერაპიის დამთავრებიდან  ორი თვის განმავლობაში.



 


გვიანი გართულების მაგალითებია წონასწორობის და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, შარდშეუკავებლობა, მახსოვრობის დაქვეითება, ჰორმონალური დარღვევები. ბავშვებში ხშირად აღინიშნება ზრდის შეჩერება და სწავლის უნარის დაქვეითება. რადიოთერაპიის გვიანი გართულების განსაკუთრებულ ფორმას მიეკუთვნება რადიაციული ნეკროზი. რადიაციული ნეკროზი – ეს არის მკვდარი სიმსივნური უჯრედების დაგროვება, რომლებიც კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე შეიძლება გამოიყურებიდნენ როგორც სიმსივნე. რადიაციულმა ნეკროზმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთივე სიმპტომები (თავის ტკივილები, კრუნჩხვები და სხვა), როგორიც სიმსივნემ.  იმისათვის რომ გავარჩიოთ რადიაციული ნეკროზი სიმსივნის რეციდივისგან გამოიყენება კვლევის ისეთი მეთოდები, როგორიცაა PET-CT. იმ შემთხვევებში, როდესაც PET-CT არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს, დიაგნოსტიკისთვის შეიძლება გამოვიყენოთ სტერეოტაქტიკური ბიოფსია. სამ წლამდე ბავშვებში რადიოთერაპია (სხივური თერაპია) არ ინიშნება.