წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

სარეაბილიტაციო მედიცინა ვითარდება მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ისრაელი, რომელმაც თავისი მოკლე უახლესი ისტორიის განავლობაში უამრავი ომი და ტერორისტული აქტები გადაიტანა და სადაც ავადმყოფების რეაბილიტაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის არმიის და უსაფრთხოების სამსახურის ინტერესებთან. ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ისრაელში მუდმივად გამოიყოფა ბიუჯეტიდან თანხები სამედიცინო და ქირურგიული ინოვაციების განვითარებაზე, პრეპარატულ მკურნალობაზე და რეაბილიტაციის მრავალრიცხოვან მეთოდიკაზე, არის ის, რომ  ავადმყოფმა მიიღოს რეალური დახმარება ორგანიზმის დარღვეული ფუნქციის აღსადგენად. ასეთ ყურადღებას სარეაბილიტაციო მედიცინისადმი მივყავართ იქამდე, რომ ძლიერდება და ვითარდება ყველა მიმართულება და არამხოლოდ სამხედრო ასპექტებთან დაკავშირებით, ასევე ორგანიზმის ნებისმიერი დაკარგული ან დარღვეული ფუნქციების აღდგენასთან დაკავშირებით. 
 


 

ისრაელში უმსხვილეს სარეაბილიტაციო ცენტრს წარმოადგენს საავადმყოფო “ბეიტ ლევენშტეინი”, რომელიც დაფუძნდა 1958 წელს. დღეს  “ბეიტ ლევენშტეინი” არის თელავივის უნივერსიტეტის საკლერის სახელობის უმაღლესი სამედიცინო სკოლის კლინიკური ბაზა და  ათწლეულების მანძილზე რჩება უდავო ლიდერად ისრაელის სარეაბილიტაციო მედიცინაში. კლინიკის სპეციალური განყოფილებები გვთავაზობენ რეაბილიტაციას შემდეგ მიმართულებებით: ორთოპედია, ნევროლოგია (ინსულტების და სხვა დაავადებების შემდეგ), კარდიოლოგიური, სპორტული, ჰერიატრული, სარეაბილიტაციო მიმართულებები მძიმე ოპერაციების შემდეგ.
სარეაბილიტაციო მედიცინის ძირითად დანიშნულებად გვევლინება ორგანოების ფუქციების და სხეულის სისტემის დარღვევის აღდგენა შიდა რესურსების მობილიზაციის და ორგანიზმის თავდაცვითი-ადაპტაციული მეექანიზმების აქტივაციის   ხარჯზე.

მეტად არსებითია, რომ სარეაბილიტაციო მედიცინა აღწევს თავის მიზნებს გამაყუჩებელი პრეპარატების გამოყენების გარეშე, რომლებიც არცთიუ იშვიათად პრობლემას უკუაქცევენ შიგნით. ნამდვილი აღდგენა ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს ავადმყოფობის მიზეზებს. ეს პროცესი ხშირად ხანგძლივია და საჭიროებს დიდ ძალისხმევას, ხან კი მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებს, მაგრამ ორგანიზმის აღდგენა მასში დაფარული შიდა რეზერვების ხარჯზე უტყუარად ამართლებს მეთოდს.

სრულიად თავისუფლად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სარეაბილიტაციო მედიცინა ისრაელში ერთერთი ყველზე განვითარებული და წარმატებულია მსოფლიოში და ამ სფეროში უპირობო ლიდერს  წარმოადგენს  საავადმყოფო “ბეიტ ლევენშტეინი”.