წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის საავადმყოფო “ბეილინსონში” მუშაობს ქირურგიის ორი დეპარტამენტი “ალეფი” და “ბეტი”. დეპარტამენტი წარმოადგენს თელავივის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კლინიკურ ბაზას.
ქირურგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობენ თანამედროვეობის წაყვანი ქირურგები: ექიმი ფრანკლინ გრეიფი და პროფესორი მოშე რუბინი.

ქირურგიამ ისრაელის საავადმყოფო “ბეილინსონში” მიაღწია ულტრათანამედროვე დონეს, რომელიც ეფუძნება ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ყველა წამყვან აპარატურას და სამედიცინო ტექნიკას, რომლებიც გამოიყენება სამკურნალო და დიაგნოსტიკური მიზნებისთვის ოპერაციის დროს. დეპარტამანტში აქტიურად გამოიყენება უნიკალური რობოტოტექნიკა. საავადმყოფოს ქირურგებს მუდმივად იწვევენ აშშ და ევროპის კლინიკებში ოპერაციების ჩასატარებლად, რადგანაც ჩვენი სპეციალისტების უმეტესობა ფლობს უნიკალურ ქირურგიულ უნარ-ჩვევებს.

დღედღეისობით ისრაელის ექიმები ასრულებენ მსოფლიოში არსებულ ყველა ოპერაციას. უდიდესი წარმატებებია მიღწეული ურთულეს ონკოლოგიურ ქირურგიაში, თავის და ზურგის ტვინის ნეიროქირურგიაში, კარდიოქირურგიაში, ორთოპედიულ ქირურგიაში, ორგანოების ტრანსპლანტაციაში, თვალის ქირურგიაში, პლასტიკურ რეკონსტრუქციულ ქირურგიაში.
ურთულესი ოპერაციების წარმატებით შესრულების მაღალი პროცენტი იზიდავს პაციენტებს “ბეილინსონის” საავადმყოფოში მსოფლიოს ყველა კუთხიდან. აქ პაციენტები იღებენ არამარტო ულტრათანამედროვე ქირურგიულ მკურნალობას საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად, არამედ შემდგომი დაუსწრებელი დაკვირვებისა და სპეციალისტების კონსულატაციის შესაძლებლობასაც პოსტოპერაციულ პერიოდში.

ქირურუგიული დიაგნოსტიკაა მეტად მნიშვნელოვანია ქირურგიული ჩარევის აუცილებლობისა და შესაძლებლობის დასადგენად. “ბეილინსონის” საავადმყოფოს ქირურგიის დეპარტამენტში გამოიყენება დიაგნოსტიკის ყველაზე პროგრესული მეთოდები ტრადიციულ გამოკვლევებთან შეთანხმებით.

“ბეილინსონის” საავადმყოფოს სპეციალისტები ასრულებენ ურთულესი ქირურგიული ჩარევის მნიშვნელოვან პროცენტს, როგორიცაა მაგალითად: პანკრეატექტომია (კუჭქვეშა ჯირკვლის ამოკვეთა), სარკომის ამოკვეთა, ეზოფაგექტომია (საყლაპავის ამოკვეთა) და სხვა ურთულესი ოპერაციები. მოცემულ სფეროში ისრაელი აშშ-ს წამყვანი სამედიცინო ცენტრების დონეზე დგას. ეჭვს არ ბადებს ის ფაქტი, რომ წარმოებული კონკრეტული ოპერაციების რაოდენობა ამაღლებს მათ ხარისხს და რათქმაუნდა გადამწყვეტია მკურნალობის შედეგებისთვის.

“ბეილინსონის” საავადმყოფოს კარდიოქირურგიული განყოფილება უმსხვილესი განყოფილებაა ისრაელში. აქ ტარდება 1500-ზე მეტი ოპერაცია წელიწადში. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე აორტოკორონალური შუნტირების  ოპერაციების, სარქველების პროტეზირების, გახსნილ გულზე გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკის ოპერაციების ჩატარების შემდეგ ავადმყოფი 5-7 დღეში გადადის ამბულატორიულ მკურნალობაზე, რომლის დროსაც გამოიყენება რეაბილიტაციის განსაკუთრებული პროგრამა და 1-1.5 თვის შემდეგ ადამიანი უბრუნდება ცხოვრების სრულყოფილ წესს.

“ბეილინსონის” საავადმყოფოს ქირურგიულ დეპარტამანეტში ტარდება სატრანსპორტო და საწარმოო ტრავმების, დანის და ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად მიყენებული ტრავმების, როგორიცაა ზურგის ნერვული დაბოლოებების აღსადგენი და მხარ-კისრის ნერვების წნულის გამტარიანობის უნიკალური ოპერაციები.

ისრაელის ქირურგიის მაღალ მიღწევებს მიეკუთვნება პროსტატის კიბოს ბრაქითერაპია, რომელიც არ მოითხოვს უშუალოდ ოპერაციას ან დასხივებას, ასევე რთული ორგანოების გადასარჩენი ოპერაციები რბილქსოვილური და ძვლოვანი სარკომის დროს, კიბოს უახლესი რეგიონალური მკურნალობა, რომლის დროსაც კიდურებში შეყავთ ნივთიერება, რომელიც შლის სიმსივნეს და იყენებენ აგრესიულ მუცლისშიდა ქიმიოთერაპიას, იზოტოპების და Mღთ  წინასაოპერაციო გამოყენება რთული ნეიროქირურგიული ოპერაციების დროს, შიდასისხლძარღვოვანი (ენდოვასკულარული) ქირურგია, ნერვული წნულების და პერიფერიული ნერვების მიკროქირურგია.

ისრაელში ქირურუგიის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია გულ-სისხლძარღვთა ქირურგია, მუცლის, სარძევე ჯირკვლების, ონკოლოგიური, ორთოპედიული, უროლოგიური, გინეკოლოგიური, სახის, საბავშვო, ნეიროქირურგიული ოპერაციები.
“ბეილინსონის” საავადმყოფოს დასახმარებლად მიმართავენ პაციენტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში ქირურგიამ ისრაელში მსოფლიო დონეს მიაღწია. ასეთი სწრაფი ზრდა შესაძლებელი იყო ისრაელის მედიცინის ტექნოლოგიების, მეცნიერების, ექიმების და მთელი სამედიცინო პერსონალის  მომზადების დონის მკვეთრი ზრდის საფუძველზე.

ძირითადი მიმართულებები, რომლის დროსაც აუცილებელია ქირურგიული ჩარევა:

  • გულ-სისხლძარღვოვანი ქირურგია
  • ნეიროქირურგია
  • ონკოლოგიური ქირურგია
  • ორთოპედიული ქირურგია
  • ოფთალმოლოგიური ქირურგია
  • უროლოგიური ქირურგია
  • ყბა-სახის ქირურგია
  • ტოროკალური ქირურგია
  • ორგანოების ტრანსპლანტაცია
  • მუცლის ქირურგია
  • გინეკოლოგიური ქირურგია
  • პლასტიკური ქირურგია
  • ლორ- ქირურგია