წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის “ბეილინსონის” საავადმყოფოს ორგანოების ტრანსპლანტაციის განყოფილება პროფესორი ეითან მორის ხელმძღვანელობით ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში.
პროფესორი მორი  ერთერთი ავტორიტეტული სპეციალისტია მსოფლიოში მედიცინის მოცემულ სფეროში. პროფესორი მორი გახლავთ თელავივის უნივერსიტეტის საკლერის სახელობის სამედიცინო ფაკულტეტის და ნიუ-იორკის სამედიცინო ინსტიტუტის “Mოუნტშინაი”-ის დოცენტი. როგორც ლექტორი და კონსულტანტი პროფესორი მეტად მოთხოვნადია მთელს მსოფლიოში.

“ბეილინსონის” საავადმყოფოს ორგანოების ტრანსპლანტაციის განყოფილების სპეციალიზაციაა უშუალოდ მუცლის ღრუს ორგანოების ტრანსპლანტაცია, როგორიცაა თირკმელები, ღვიძლი, კუჭქვეშა ჯირკვალი და წარმოადგენს წამყვან სამსახურს ორგანოების გადანერგვის სფეროში ისარელში.

განყოფილება ასრულებს მსოფლიოში განხორციელებული ორგანოების გადანერგვის ოპერაციების დაახლოებით 70%-ს. ეს არის ერთადერთი საავადმყოფო ისრაელში, სადაც ხორციელდება ორგანების მრავალი გადანერგვა და ცოცხალი დონორებისგან ღვიძლის ნაწილის გადანერგვა.

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრში შესრულებულია თიკმელების გადანერგვის 2200-ზე მეტი ოპერაცია, კუჭქვეშა ჯირკვლის გადანერგვის 30 ოპერაცია და ღვიძლის გადანერგვის 300 ოპერაცია. ამ ოპერაციების დაახლოებით 40% ჩატარდა სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევებში. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ იმას, რომ ჩვენი კლინიკა დგას იმ დონეზე, რომელსაც შეესაბამება მსოფლიოს წამყვანი კლინიკების მხოლოდ მცირე რაოდენობა. ჩვენს განყოფილებაში, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს თელავივის უნივერსიტეტის საკლერის სახელობის სამედიცინო ფაკულტეტის სასწავლო-სამედიცინო ბაზას, მუშაობენ მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები. ვართ რა ლიდერები ორგანოების გადანერგვის სფეროში ისრაელში, ჩვენ ვთავაზობთ თითოეულ პაციენტს მკურნალობის ინდივიდუალურ პროგრამას ეფექტური შედეგების მაღალი ალბათობით.