წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის უროლოგიის დეპარტამენტი უმსხვილესი განყოფილებაა ისრაელში, რომელიც აწარმოებს ყველა უროლოგიური პათოლოგიებისა და დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას უმაღლეს  მსოფლიო  დონეზე. დეპარტამენტი შედგება სამი განყოფილებისგან: “ბეილინსონის” საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილება, “ჰაშარონის” საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილება და საბავშვო საავადმყოფოს “შნაიდერის” უროლოგიური განყოფილება.

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის უროლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობს ისრაელის ურო-ონკოლოგიის და რეკონსტრუქციული ქირურგიის სფეროს  წამყვანი სპეციალისტი ჯეკ ბანიელი, ინდიანას (აშშ) უნივერსიტეტის  ურო-ონკოლოგიის ფაკულტეტის სტიპენდიანტი. პროფესორი ჯეკ ბანიელი გახლავთ ონკოლოგიური ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე.

“ბეილინსონის” საავადმყოფოს უროლოგიურ განყოფილებაში სრულდება 1200-ზე მეტი ქირურგიული ოპერაცია  წელიწადში. მათ შორის წინამდებარე ჯირკვალში, შარდის ბუშტში, საკვერცხეებში, თირკმელებში კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივეების ამოკვეთის ლაპაროსკოპიული და ხაზოვანი ოპერაციები.

საავადმყოფოები “ბეილინსონის” და “ჰაშარონის” უროლოგიური განყოფილების ვიწროსპეციალიზირებული განყოფილებები:
*ლაპაროსკოპიის განყოფილება - ხელმძღვანელი ექიმი იორამ დეკალი, ლაპაროსკოპიული ქირურგიის ექსპერტი. განყოფილება გვევლინება დონორული ბაზის დამფუძნებლად თირკმელების ტრანსპლანტაციის სფეროში. განყოფილებაში ტარდება კერძო  და რადიკალური ნეფროქტომიის ოპერაციები.
* ამბულატორული განყოფილება - ხელმძღვანელი ექიმი დანიელ კედარი, ანდერსონის (ჰიუსტონი, აშშ) კიბოს ცენტრის უროლოგიური ონკოლოგიის ფაკულტეტის სტიპენდიანტი. ამბულატორულ განყოფილებაში ყოველწლიურად 17 000-ზე მეტი პაციენტი გადის ამბულატორულ მკურნალობას, მათ შორის პროსტატის ცისტოსკოპიას და ბიოფსიას. 
* ურო-ონკოლოგიის განყოფილება - ხელმძღვანელი ექიმი ოფერ იოსეფოვიჩი, ისრაელის ერთერთი წამყვანი სპეციალისტი, მრავალი სამედიცინო აღმოჩენებისა და სამკურნალო მეთოდიკის ავტორი ურო-ონკოლოგიის სფეროში. ექიმი იოსეფოვიჩი არის Mემორიალ შლოან Kეტტერინგ ჩანცერ ჩენტერ (ნიუ-იორკი, აშშ)-ის სტიპენდიანტი.
* ლაპაროსკოპიის განყოფილება – ხელმძღვანელი ექიმი ნადო, ლაპაროსკოპიული ქირურგიის ექსპერტი. განყოფილებაში ყოველწლიურად ტარდება თიკმელებიდან, შარდის ბუშტიდან, წინამდებარე ჯირკვლიდან და სხვა ორგანოებიდან სიმსივნეების ამოკვეთის ასობით ოპერაცია.
* სექსოლოგიის განყოფილება – ხელმძღვანელი ექიმი იოსი შმუელი, მამაკაცებში უნაყოფობისა და იმპოტენციის  ექსპერტი. განყოფილებაში სრულდება მრავალი ქირურგიული პროცედურა.

*მცირეინვაზიური უროლოგიური ქირურგიის კლინიკა
რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის “ჰაშარონის” საავადმყოფოს მცირეინვაზიური უროლოგიური ქირურგიის კლინიკა უმსხვილესი უროლოგიური განყოფილებაა  ისრაელში. კლინიკას ხელმძღვანელობს ექიმი დავით ლიფშიცი, ფართოდ ცნობილი სპეციალისტი უროლოგიური ქირურგიის მინიმალური ინვაზიის სფეროში. ექიმი ლიფშიცი მუშაობდა ისეთ წამყვან მსოფლიო სპეციალისტებთან მცირეინვაზიური უროლოგიური ქირურგიის სფეროში, როგორიცაა ინდიანაპოლისის (ინდიანას შტატი, აშშ) მეთოდური საავადმყოფოს  ექიმი ლიგემანი და ჩიკაგოს (აშშ) უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმი შალხავი. რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის “ჰაშარონის” საავადმყოფოს მცირეინვაზიური უროლოგიური ქირურგიის კლინიკა გახლავთ ენდოუროლოგების მსოფლიო საზოგადოების წევრი. კლინიკის გამოცდილი ქირურგები ასრულებენ ურთულეს ოპერაციებს თანამედროვე ტექნოლოგიების, უახლესი აპარატურის და მცირეინვაზიური უროლოგიური ქირურგიის გამოყენებით საშარდე ტრაქტიდან ქვების მოსაშორებლად, ასევე თირკმელების და საშარდე გზების სიმსივნეების ამოსაკვეთად. ის ფაქტი, რომ კვეთა ძალიან მინიმალურია ან საერთოდ არ არსებობს, საშუალებას გვაძლევს შევამციროთ პაციენტის ყოფნის პერიოდი კლინიკაში ერთ დღემდე ქვების მოცილების ოპერაციის შემთხვევაში, და 2-3 დღემდე სიმსივნეების ამოკვეთის ოპერაციების დროს. ქირურგიის ასეთი სახეს გაცილებით დიდი უპირატესობა ეძლევა ტრადიციულ ქირურგიასთან შედარებით. თირკმელების და შარდსაწვეთი სიმსივნეებით დაავადებული პაციენტების  და არაფუნქციონირებადი თირკმელის მქონე პაცინეტების მკურნალობის კლასიკური მეთოდის გამოყენების დროს საჭიროა ნეფრექტომია (თირკმელის ამოკვეთის ოპერაცია) ან ნეფროურეტერექტომია (თიკმელის ამოკვეთა შარდსაწვეთთან ერთად), დღეს ეს ოპერაციები შეიძლება შესრულდეს მინიმალურინვაზიური მეთოდით-ლაპაროსკოპიით. ლაპაროსკოპიულ ქირურგიას აქვს უპირატესობა - ეს არის ნაკლებად მტკივნეული პროცედურა, ადვილად აღდგენადი და საუკეთესო კოსმეტიკური შედეგით. მუცლის არეში კეთდება 3-4 ძალიან პატარა კვეთა, რომლებშიც შედის ტროაკარი, სპეციალური კამერის მეშვეობით, რომელიც გახლავთ სინათლის წყარო, და ასევე ლაპაროსკოპიული ინსტრუმენტების დახმარებით ქირურგი ასრულებს ოპერაციას- არ არის ტრადიციულად დიდი ზომის კვეთის აუცილებლობა. თირკმელებიდან და შარდსაწვეთიდან  ქვების ქირურგიული გზით მოცილების დროს ქვის ზომიდან და მისი
ადგილმდებარეობიდან გამომდინარე  პაციენტებს სთავაზობენ სამიდან ერთ ვარიანტს, კერძოდ:

1. დისტანციური დარტყმითი-ტალღოვანი ლიტოტრიფსია (EშჭL-Eხტრაცორპორეალ შჰოკწავე Lიტჰოტრიპსყ) – ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროცესი თირკმელებში ქვების დასაშლელად. EშჭL-ს გამოყენების დროს დარტყმითი ტალღები, რომლებიც გენერირდება ადამიანის სხეულის გარეთ, გადის კანში და ქსოვილში სანამ არ მიაღწევს ქვებს, რომლებსაც დიდი სიმკვრივე გააჩნიათ. ქვები იშლება პატარა ნაწილებად, რომლებიც შემდეგ იოლად გამოდიან საშარდე გზებით შარდთან ერთად. “რაბინის” ცენტრში გამოიყენება უნიკალური მაღალეფექტური ისრაელის წარმოების ლიტოტრიპტორი სახელწოდებით “დუეტი” (ორმაგი წყაროთი), რომელიც დამზადებულია მსოფლიოში ცნობილი კომპანიის DIღEX-ის  მიერ.  

2. ურეტეროსკოპია და შიდათირკმელური რეტროგრადული ქირურგია (ღIღშ). მიუხედავად იმისა, რომ ქვების დაშლა შესაძლებელია შარდსაწვეთში EშჭL-ის გამოყენებით, ურეტეროსკოპიის ჩატარება შესაძლებელია უფრო წარმატებულად,  განმეორებითი ოპერაციის ჩატარების აუცილებლობის გარეშე. ამ პროცედურისთვის არ არის საჭირო გაკვეთა. ამის მაგივრად შეყავთ პატარა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინსტრუმენტი (ურეტეროსკოპი) შარდსაწვეთში შარდგამშვები არხიდან და საშარდე ბუშტიდან, უახლოვდებიან ქვას და ან ამოიღებენ ქვას თევზის ან მწერის საჭერი ბადის მსგავსი ინსტრუმენტით ან  ამტვრევენ მას სპეციალური მაღალი სიძლიერის ლაზერით. უახლესი მოქნილი ურეტეროსკოპები საშუაელაბას იძლევიან დავაქუცმაცოთ ქვები თირკმელებშიც. ქირურგიის ეს ტიპი  ცნობილია აბრევიატურით ღIღშ-ღეტროგრადე Iნტრერენალ შურგერყ.

3. პერკუატანური (კანიდან) ნეფროლიტოტომია. (PჩNL). ეს პროცედურა ტარდება დიდი ზომის ქვების მოსაცილებლად ან იმ შემთხვევაში როდესაც შეუძლებელია ქვების მოცილება სხვა პროცედურბის დახმარებით. ამ პროცედურის მსვლელობისას ქირურგი აკეთებს პატარა კვეთას ზურგზე და უზრუნველყოფს მიღწევადობას თირკმელამდე. ნეფროსკოპის ინსტრუმენტის გამოყენებითY ქირურგი ადგენს ქვის ადგილმდებარეობას და ამოიღებს მას. დიდი ქვებისთვის  შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური ტიპის ენერგიის წყარო (ულტრაბგერითი, პნევმატური ან ლაზერული) ქვის პატარა ნაწილებად დასაშლელად.
და ბოლოს, რადგანაც თიკმლის ქვების დაავადება ქრონიკულია, რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრში ტარდება კომპლექსური გამოკვლევა ქვების და მათი წარმოქმნის მიზეზის  დასადგენად.