წამყვანი ისრაელის სამედიცინო ცენტრი


კონტაქტები:

საქართველო, თბილისი

ტელეფონი:
8-55-246-682

E-mail:
isramedic01@gmail.com

ყველაზე ხშირი შეკითხვები და პასუხები მათზე

• რისგან შედგება სამკურნალო ტურის ღირებულება ისრაელში?

სამკურნალო ტურის ღირებულება ისრაელში მოიცავს:
1. ტრანსფერი მკურნალობის ადგილამდე და უკან
2. ცხოვრება სასტუმროში (ან სტაციონარის კლინიკაში)
3. მკურნალობის კურსი (სტაციონარული ან ამბულატორული).

• როგორ მოვიქცეთ, თუ არ ვიცით ინგლისური ენა, მაგრამ გვსურს ჩავიტაროთ გამოკვლევა ისრაელში?

კლინიკის პერსონალთან არასრულყოფილი ურთიერთობა და ენობრივი ბარიერი ხშირად მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ეფექტურობას, გარკვეულ შემთხვევებში კი შეუძლებელს ხდის მას. რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ თარჯიმნის მომსახურებას ცენტრში ყოფნის მთლიან პერიოდში, რაც უზრუნველყოფს მკურნალ ექიმთან და სხვა სამედიცინო სპეციალისტებს სრულყოფილ ურთიერთობას. 

• მინდა ოპერაცია გავუკეთო მამაჩემს ისრაელში, მაგრამ მარტო ვერ ვუშვებ, რას მირჩევთ?

პაცინეტს არ ესაჭიროება თანმხლები პირი მისი ისრაელში მკურნალობის გავლის პერიოდში, რადგანაც სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები გააკეთებენ ყველაფერს, რომ პაციენტმა თავი იგრძნოს ზრუნვისა და გაგების ატმოსფეროში. თუმცა, თუ პაციენტი და მისი ახლობლები აუცილებლად თვლიან ამას, თანმხლებ პირებს ვთავაზობთ რამოდენიმე სასტუმროს უშუალოდ კლინიკასთან ახლოს, რითაც მათ გაუადვილდებათ ავადმყოფის ყოველდღიური მონახულება სტაციონარში. დეტალები თანმხლები პირების ჩამოსვლაზე ისრაელში წინასწარ დაზუსტდება სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გზით.
  
• არის თუ არა საშუალება ვიმკურნალოთ ცნობილ ქირურგთან და რა ჯდება ეს?

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმები და ქირურგები, როგორც წესი, წამყვანი სპპეციალისტები არიან თავის სფეროში ისრაელში. ბევრმა მათგანმა მიიღო აღიარება  მსოფლიო დონეზე. ცენტრის ქირურგების უმეტესობასთან პაციენტები ჩამოდიან მსოფლიოს სხვასხვა კუთხიდან და მათთან მოსახვედრი რიგი გაწერილია წინასწარ რამოდენიმე თვით ადრე. ამიტომ, ცენტრის უცხოელ პაციენტებს მიეცემათ არსებითი გარანტია, რომ შეუმცირდებათ და დაუჩქარდებათ რიგი ცნობილ სპეციალისტებთან მოსახვედრად.

• როგორ გავაიაფოთ მკურნალობა? რა მომსახურებაზე შეიძლება უარის თქმა?

ნამდვილად არსებობს შესაძლებლობა შეამციროთ მკურნალობის და მგზავრობის ხარჯები ისრაელში. ამასთან ავადმყოფისთვის და მისი თანმხლები პირებისთვის გასაგები და მისაღები უნდა იყოს, რომ  მათი ცხოვრება ისრაელში ნაკლებად კომფორტული გახდება, ხოლო მკურნალობის კურსში იქნება არსებითი სიძნელეები. ამრიგად, რაზე შეიძლება უარის თქმა? უპირველეს ყოვლისა უნდა ამოირჩიოთ შედარებით დაბალი კლასის კლინიკა, ვიდრე რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრია, მაგრამ აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მხოლოდ რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის დონის სახელმწიფო კლინიკას შეუძლია უზრუნველყოს კვალიფიცირებული და ეფექტური მკურნალობა. ავადმყოფს (გამოკვლევის და ამბულატორული მკურნალობის დროს) და  მის თანმხლებ პირებს შეუძლიათ შესახლდნენ უფრო იაფფასიან სასტუმროში (როგორც წესი, საკმაოდ შორს კლინიკიდან).

 

• მინდა გავიკეთო ოპერაცია ფილტვის სიმსივნეზე, მირჩიეს ისრაელი. ტურისტული ვიზა გაიცემა მხოლოდ ორ კვირაზე. თუ ვერ შევძლებ მაშინვე დაბრუნებას, რა საფუძვლით შემიძლია შევყოვნდე ისრაელში?

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის პაციენტები ჩამოდიან ისრაელში სამკურნალო ვიზით, რომელსაც იღებენ უშუალოდ იმ  კლინიკის ოფიციალური მოწვევის საფუძველზე, რომელშიც გაივლიან გამოკვლევას და მკურნალობას. ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, როგორც წესი, მკურნალი ექიმი დაჟინებით უკრძალავს პაციენტს ავია გადაფრენას კლინიკიდან გამოწერიდან 1-3 კვირის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, ისრაელში ყოფნის ვიზა გაგრძელება.

• როგორ ხორციელდება მკურნალობის და სხვა მომსახურების ხარჯების დაფარვა?

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრში ჩამოსასვლელად და დიაგნოსტიკის დასაწყებად არ არის აუცილებელი წინასწარი გადახდა. სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა წარმოებს პაციენტის მიერ ისრაელში ჩასვლის შემდეგ, უშუალოდ სამედიცინო ცენტრი “რაბინის”  სალაროში.

• შეიძლება თუ არა ოპერაციის ჩატარების წინ მოვილოცოთ უფლის საფლავი იერუსალიმში?

ცენტრის თანამშრომლები დაგეხმარებიან იერუსალიმში ჩასვლის ორგანიზებაში, თუ ეს წინააღმდეგობაში არ იქნება ექიმის დანიშნულებასთან. აუცილებლობის შემთხვევაში გამოგეყოფათ სპეციალური ტრანსპორტი და ექთანი. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ გიდის მომსახურებით მოგზაურობის დროს.

• რა გარანტიები არსებობს იმისა, რომ ოპერაცია წარმატებით ჩაივლის?

არსებითი პასუხისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ზუსტი დიაგნოზი. 100% გარანტიას თქვენ ვერსად მიიღებთ, თუმცა მკურნალობა და აუცილებლობის შემთხვევაში ოპერაცია ცენტრში ჩატადება უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმების მიერ, საოპერაციო ბლოკები აღჭურვილია წამყვანი სამედიცინო დანადგარებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული შედეგის შანსებს.

• დამიბრუნდება თუ არა ფული მომსახურებაზე, რომელიც არსებობს ხარჯთაღრიცხვაში, მაგრამ მე არ გამომიყენებია?

თანხა პროცედურებზე, რომლებიც გადახდილია, მაგრამ არ უსარგებლია პაციენტს, დაუბრუნდება მას მკურნალობის დასრულების შემდეგ.

• რითი დგინდება ქირურგის კვალიფიკაცია?

ქირურგის კვალიფიკაცია დგინდება სამედიცინო პრაქტიკის სტაჟით და უპირველეს ყოვლისა მკურნალობის არასასურველი შედეგების პროცენტულობით, ნებისმიერი სირთულის ქირურგიული ოპერაციების ჩათვლით. მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტებს ეს პროცენტი დაყვანილი აქვთ მინიმუმზე. ზემოთაღნიშნული ეხებათ არამხოლოდ ქირურგებს, არამედ ნებისმიერი სპეციალობის ექიმებსაც.

• რა ასაკიდან მკურნალობთ ბავშვებს ისრაელში?

რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრის საბავშვო კლინიკა “შნაიდერი”  ერთერთი საუკეთესო საბავშვო საავადმყოფოა ისრაელში. ბავშვები შეგიძლიათ ჩამოიყვანოთ ნებისმიერი ასაკიდან.

• შეიძლება თუ არა მცირეწლოვან ბავშვთან დარჩენა პალატაში ოპერაციამდე და მის შემდეგ?

არ არსებობს აკრძალვა ბავშვთან ერთად პალატაში დარჩენისა ოპერაციამდე და მის შემდეგ. გამონაკლისს შეადგენს შემთხვევა, როდესაც მკურნალი ექიმის აზრით, ერთად ყოფნა ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობას ან პირიქით მის თანმხლებ პირებს. 

• სად შეიძლება დარჩენა ამბულატორული მკურნალობის დროს, რომ მოსახერხებელი იყოს კლინიკაში მისვლა?

ცენტრის თანამშრომლები ეხმარებიან პაციენტებს სასტუმროს ამორჩევაში უშუალოდ “რაბინის” ცენტრთან ახლოს. ასევე მათ ვთავაზობთ გამცილებელს, თანმხლებ პირს (აუცილებლობის შემთხვევაში ავტომობილით).

• არსებობს თუ არა ავადმყოფის ისრაელში სასწრაფო გადაყვანის ხერხი?

ცენტრი საშუალებას გაძლევთ სასწრაფოდ გადაიყვანოთ მძიმე ავადმყოფი სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით რაბინის სახელობის სამედიცინო ცენტრში ოპერაციის გასაკეთებლად.